ვაკანსია - ბიბლიოთეკის გამგე


                                                                                                                                                     დანართი#1

შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორის 12/02/2019 წ.  104  ბრძანების თანახმად

განცხადება

კონკურსის გამოცხადების შესახებ შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ბიბლიოთეკის გამგის ვაკანტური  თანამდებობის დასაკავებლად

 

კომპანიის დასახელება:

შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“

ვაკანსიის დასახელება:

ბიბლიოთეკის გამგის 1 (ერთი) ვაკანტური  ადგილი.

განთავსების თარიღი / ბოლო ვადა:

2019 წლის 12 თებერვლიდან – 2019 წლის 19 თებერვლის ჩათვლით

მდებარეობა:

ქუთაისი

ტელეფონი:

+995 0431 24 52 97 (111);

საკონტ. პირი:

თინათინ მეფარიშვილი

განაკვეთი:

სრული

ენები:

 

ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე

შრომის ანაზღაურება: 1000  ლარი (დარიცხული).

 

შპს ქუთაისის უნივერსიტეტი - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (უნივერსიტეტი) -  აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკის გამგის 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. სავალდებულოა: უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;
  2. სასურველი: მაგისტრის ხარისხი;

სპეციალობები:  ბიზნესის ადმინისტრირების, ქართული ენა და ლიტერატურის, უცხო ენების, ან პედაგოგიკის მიმართულებით;

  1. სავალდებულოა ქართულ ენაზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  2. სავალდებულოა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
  3. სავალდებულოა: საოფისე პროგრამების ცოდნა: Microsoft office, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint,
  4. სავალდებულოა: არანაკლებ 2 წლის, მუშაობის გამოცდილება;

        - სასურველია: არანაკლებ 1 წლის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;.

 

 

დამატებითი მოთხოვნები:

- კომუნიკაცია,

-გამართულად წერა,

-თანამშრომლობა/ტოლერანტობა,

- კეთილსინდისიერება,

- შედეგზე ორიენტაცია,

-სოციალური კავშირების დამყარება,

-დარგობრივი ცოდნის გამოყენება, ანალიზი,

- ინოვაციურობა,  ინსტრუქციების და პროცედურების დაცვა,

-სტრესის მიმართ გამძლეობა.

 

 

სამუშაოს აღწერა :

  1. ბიბლიოთეკის წლიური სამოქმედო გეგმის მომზადება უნივერსიტეტის წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე - ყოველწლიურად, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით;
  2. ბიბლიოთეკის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ წლიური ანგარიშის მომზადება და რექტორისათვის წარდგენა - ყოველწლიურად, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით;
  3. ბიბლიოთეკის სპეციალისტისათვის იმ სამუშაოთა დავალება, რომლებიც არაა გათვალისწინებული სამუშაოთა აღწერილობებით ან/და ბიბლიოთეკის წლიური სამოქმედო გეგმით - სამუშაოს შესრულების ვალდებულების წარმოშობისას, ზეპირი მითითებით ან რეზოლუციით შესასრულებელ დოკუმენტზე;
  4. ინფორმაციის შეკრება გამომცემლობებისაგან და პრესის გამავრცელებელთაგან ახალი ერთჯერადი და პერიოდული გამოცემების შესახებ, სისტემაში მოყვანა და გადაცემა რექტორის, ფაკულტეტის დეპარტამენტების, სტრატეგიული განვითარების, ინტერნაციონალიზაციისა და კვლევების ხელშეწყობის სამსახურისათვის - ბიბლიოთეკის დებულებით დადგენილი წესით;
  5. ელექტრონული ბაზების წარმოება;
  6. საბიბლიოთეკო ქსელების გამოყენებაში სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადება;
  7. წინადადების მომზადება და ფინანსურ-მატერიალური რესურსების მართვისა და უსაფრთხოების სამსახურისათვის ახალი ერთჯერადი და პერიოდული ბეჭდური გამოცემებისა და საბიბლიოთეკო ფონდის სხვა ნივთების შეძენაზე, შესყიდვების წლიური გეგმის შედგენის ან შესყიდვების ოპერატიულ გეგმებში ცვლილებათა შეტანის მიზნით - ბიბლიოთეკის დებულებით დადგენილი წესით;
  8. ფასთა მოკვლევა და მოლაპარაკებების წარმოება პოტენციურ მომწოდებლებთან საბიბლიოთეკო ფონდის ნივთების შესყიდვის მიზნით, შესასყიდი ნივთების ტექნიკური პარამეტრების შედგენა და ფინანსურ-მატერიალური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსაზურისათვის გადაცემა შესყიდვების ხელშეკრულებების გასაფორმებლად - ბიბლიოთეკის დებულებით დადგენილი წესით;
  9. საბიბლიოთეკო ფონდის შესყიდული ნივთების შემოწმება და მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერა - შინაგანაწესით დადგენილი წესით;
  10. დაგეგმოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გასაახლებლად და ახალი ავტორების წარსადგენად;
  11. უზრუნველყოს ბიბლიოთეკის ეფექტური ფუნქციონირება, სიახლეების დაგეგმვა;
  12. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისათვის ინფორმაციის ყოველწლიურად წარდგენა ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზისა და კატალოგის მდგომარეობის შესახებ და ბიბლიოთეკის ჩართულობაზე საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელებში - აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების სახელმძღვანელოთი დადგენილი წესით;
  13. ბიბლიოთეკის თანამშრომლის შრომის ხარისხის შეფასება - ყოველწლიურად, შინაგანაწესით განსაზღვრული წესით.
  14. დაამყაროს თანამშრომლური კავშირები ადგილობრივ და საერთაშორისო ბიბლიოთეკებთან.

 

 

 

საკონკურსო თემატიკა

 

1) კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;

2) კანონი „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“;

3) კანონი „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“;

4) შპს ქუთაისის უნივერსიტეტის შინაგანაწესი;

5)  შპს ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

6)  შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმები;

7) შპს ქუთაისის უნივერსიტეტის წესდება;

8) საქ. კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ;

 

 

კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საბუთებისა და მასალების ნუსხა:

  1. განცხადება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორისადმი, ხოლო

                ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში თემის ველში ვაკანსიის დასახელების

                მითითება;

  1. კონკურსანტის პროფესიული ბიოგრაფია (CV);
  2. სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
  3. კონკურსანტის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი (საქართველოს

         მოქალაქისთვის - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მოქალაქეობის არმქონე

         პირთათვის - ბინადრობის მოწმობა) და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;

  1. ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომი, ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;
  2. არსებობის შემთხვევაში - ინგლისური ენის B2, ან უფრო მაღალ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (თუ სერთიფიკატი ან ცნობა უცხოენოვანია, თან უნდა ახლდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე);
  3. სპეციალობით კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატი, დიპლომი, მოწმობა);
  4. სამოტივაციო წერილი;
  5. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4 სმ ნაბეჭდი სახით, ან ელექტრონული ფორმით;
  6. ერთი CD დისკი, რომელზეც pdf ფორმატითაა ჩაწერილი საბუთების იმ ნაწილების დასკანერებული ასლები, რომელთა ქსეროასლებიცაა წარმოდგენილი (დოკუმენტაციის პირადად წარმოდგენის შემთხვევაში)
  7. pdf ფორმატის ერთი ფაილი რომელიც მოიცავს მოიცავს ყველა წარმოსადგენი საბუთის ელექტრონულ (დასკანერებულ) ასლს.

 

საკონკურსო საბუთების/მასალების წარმოდგენის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საბუთები უნდა წარმოადგინონ პირადად, ან ელექტრონულად 2019 წლის 12 თებერვლიდან – 2019 წლის 19 თებერვლის ჩათვლით სამუშაო დღეებში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ კანცელარიაში (მის.: ქუთაისი, ა. წერეთლის ქ. #13, მეორე სართული), ან hr@unik.edu.ge -ზე (სადაც თემის ველში მიეთითება ვაკანსიის დასახელება). 
  • საბუთები შემოწმდება წარმოდგენისთანავე. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ყველა წარმოდგენილი საბუთი/მასალები უბრუნდება კონკურსანტს.

 

კონკურსის პირობები, კონკურსი მოიცავს:

  1. საბუთების გადარჩევა

(რაც მოიცავს, კონკურსანტის კვალიფიკაციის შემოწმებას კონკურსის პირობებთან წარმოდგენილი საბუთების მიხედვით)

  1. გასაუბრება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატი, რომლებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. გასაუბრებაზე მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთან (მის მიერ განაცხადში ან CV-ში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით). კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობება დამატებით (მის მიერ განაცხადში ან CV-ში  მითითებული ტელეფონის, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით)

კონკურსის გამარჯვებულს საკონკურსო კომისია გამოავლენს არაუგვიანეს 2019 წლის 1 მარტამდე.




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook