ვაკანსია - საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი


    შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორის 05/02/2019 წ. 91 ბრძანების თანახმად

განცხადება

კონკურსის გამოცხადების შესახებ შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ სასწავლო პროცესების მართვისა და სტუდენტური სერვისების სამსახურში საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად

 

კომპანიის დასახელება:

შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“

ვაკანსიის დასახელება:

სასწავლო პროცესების მართვისა და სტუდენტური სერვისების სამსახური:

საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი, 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი.

განთავსების თარიღი / ბოლო ვადა:

2019 წლის 5 თებერვლიდან – 2019 წლის 19 თებერვლვლის ჩათვლით

მდებარეობა:

ქუთაისი

ტელეფონი:

+995 0431 24 52 97 (111);

საკონტ. პირი:

თინათინ მეფარიშვილი

განაკვეთი:

სრული

ენები:

 

ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

სავალდებულოა ინგისური ენის ცოდნა

შრომის ანაზღაურება: დარიცხული 900  ლარი.

 

შპს ქუთაისის უნივერსიტეტი - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (უნივერსიტეტი) -  აცხადებს კონკურსს სასწავლო პროცესების მართვისა და სტუდენტური სერვისების სამსახურში საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის  1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. - აუცილებელი: უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;

- სასურველი: მაგისტრის ხარისხი; სპეციალობები:  განათლების ადმინისტრირება, განათლების მენეჯმენტი, მმართველობითი აღრიცხვა და შიდა კონტროლი, კერძო/ბიზნეს სამართალი, საჯარო სამართალი.

  1. სავალდებულოა ქართულ ენაზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  2. სავალდებულოა ინგლისური ენის სულ ცოტა B2 დონეზე ცოდნა.
  3. სავალდებულოა: საოფისე პროგრამების ცოდნა: Microsoft office, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, internet.
  4. სავალდებულოა: შესაბამის სფეროში არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება .

 

დამატებითი მოთხოვნები:

 - კომუნიკაცია,

-გამართულად წერა,

-თანამშრომლობა/ტოლერანტობა,

- კეთილსინდისიერება,

-შედეგზე ორიენტაცია,

-სოციალური კავშირების დამყარება,

-დარგობრივი ცოდნის გამოყენება, ანალიზი,

- ინოვაციურობა,  ინსტრუქციების და პროცედურების დაცვა,

-სტრესის მიმართ გამძლეობა.

 

სამუშაოს აღწერა :

-საგამოცდო პროცესის ორგანიზაციული (გამოცდების გრაფიკის შედგენა და ბრძანების მომზადება, მათ შორის იმ გამოცდების, რომელიც კომპიუტერთან ტარდება) და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

-შუალედური და დასკვნით გამოცდების ჩატარების განრიგის, სააპელაციო განცხადებების მიღების, გამოცდების სალიკვიდაციო პერიოდის შესაბამისობის უზრუნველყოფა რექტორის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული აკადემიური კალენდრის მიხედვით

 

საკონკურსო თემატიკა

 

  1. შპს ქუთაისის უნივერსიტეტის შინაგანაწესი
  2.   შპს ქუთაისის უნივერისტეტის წესდება
  3. კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;
  4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 05.01.2007 №3 ბრძანება

   „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის  

      დამტკიცების შესახებ “;

  1. სასწავლო პროცესების მართვისა და სტუდენტური სერვისების სამსახურის დებულება;
  2. შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების

             საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების სახელმძღვანელო;

  1. შპს ქუთაისის უნივერსიტეტის საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების

               ინსტრუქცია;

  1. შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმები;

 

 

კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საბუთებისა და მასალების ნუსხა:

  1. განცხადება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორისადმი, ხოლო

                ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში თემის ველში ვაკანსიის დასახელების

                მითითება;

  1. კონკურსანტის პროფესიული ბიოგრაფია (CV);
  2. სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
  3. კონკურსანტის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი (საქართველოს

         მოქალაქისთვის - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მოქალაქეობის არმქონე

         პირთათვის - ბინადრობის მოწმობა) და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;

  1. ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომი, ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;
  2. არსებობის შემთხვევაში - ინგლისური ენის B2, ან უფრო მაღალ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (თუ სერთიფიკატი ან ცნობა უცხოენოვანია, თან უნდა ახლდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე);
  3. სპეციალობით კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატი, დიპლომი, მოწმობა);
  4. სამოტივაციო წერილი;
  5. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4 სმ ნაბეჭდი სახით, ან ელექტრონული ფორმით;
  6. ერთი CD დისკი, რომელზეც pdf ფორმატითაა ჩაწერილი საბუთების იმ ნაწილების  დასკანერებული ასლები, რომელთა ქსეროასლებიცაა წარმოდგენილი (დოკუმენტაციის პირადად წარმოდგენის შემთხვევაში)
  7. pdf ფორმატის ერთი ფაილი რომელიც მოიცავს მოიცავს ყველა წარმოსადგენი საბუთის ელექტრონულ (დასკანერებულ) ასლს.

 

საკონკურსო საბუთების/მასალების წარმოდგენის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საბუთები უნდა წარმოადგინონ პირადად, ან ელექტრონულად 2019 წლის 5 თებერვლიდან – 2019 წლის 19 თებერვლვლის ჩათვლით სამუშაო დღეებში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ კანცელარიაში (მის.: ქუთაისი, ა. წერეთლის ქ. #13, მეორე სართული), ან hr@unik.edu.ge -ზე (სადაც თემის ველში მიეთითება ვაკანსიის დასახელება). 
  • საბუთები შემოწმდება წარმოდგენისთანავე. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ყველა წარმოდგენილი საბუთი/მასალები უბრუნდება კონკურსანტს.

 

კონკურსის პირობები, კონკურსი მოიცავს:

  1. საბუთების გადარჩევა

(რაც მოიცავს, კონკურსანტის კვალიფიკაციის შემოწმებას კონკურსის პირობებთან წარმოდგენილი საბუთების მიხედვით)

  1. გასაუბრება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატი, რომლებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. გასაუბრებაზე მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთან (მის მიერ განაცხადში ან CV-ში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით). კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობება დამატებით (მის მიერ განაცხადში ან CV-ში  მითითებული ტელეფონის, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით)

კონკურსის გამარჯვებულს საკონკურსო კომისია გამოავლენს არაუგვიანეს 2019 წლის 1 მარტამდე.




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook