ვაკანსია - საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის პროგრამების კოორდინატორი


         შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორის 05/02/2019 წ. 90  ბრძანების თანახმად

განცხადება

კონკურსის გამოცხადების შესახებ შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ბაკალავრიატის პროგრამების კოორდინატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად

 

კომპანიის დასახელება:

შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“

ვაკანსიის დასახელება:

საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის

ბაკალავრიატის პროგრამების კოორდინატორი, 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი

განთავსების თარიღი / ბოლო ვადა:

2019 წლის 5 თებერვლიდან – 2019 წლის 19 თებერვლვლის ჩათვლით

მდებარეობა:

ქუთაისი

ტელეფონი:

+995 0431 24 52 97 (111);

საკონტ. პირი:

თინათინ მეფარიშვილი

განაკვეთი:

სრული

ენები:

 

ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

სასურველია ინგისური ენის ცოდნა

შრომის ანაზღაურება: დარიცხული 450  ლარი.

 

შპს ქუთაისის უნივერსიტეტი - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (უნივერსიტეტი) -  აცხადებს კონკურსს საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ბაკალავრიატის პროგრამების კოორდინატორის  1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. - აუცილებელი: უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;
  2. - სასურველი: მაგისტრის ხარისხი; სპეციალობები: (ოფისის მენეჯმენტის/ ეკონომიკის/ განათლების მენეჯმენტის, ან სამართლის მიმართულებით)
  3. სავალდებულოა ქართულ ენაზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  4. სასურველია ინგლისური ენის სულ ცოტა B2 დონეზე ცოდნა.
  5. სავალდებულოა: საოფისე პროგრამების ცოდნა: Microsoft office, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint,
  6. სავალდებულოა: შესაბამის სფეროში არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება .

 

დამატებითი მოთხოვნები:

 - კომუნიკაცია,

-გამართულად წერა,

-თანამშრომლობა/ტოლერანტობა,

- კეთილსინდისიერება,

-შედეგზე ორიენტაცია,

-სოციალური კავშირების დამყარება,

-დარგობრივი ცოდნის გამოყენება, ანალიზი,

- ინოვაციურობა,  ინსტრუქციების და პროცედურების დაცვა,

-სტრესის მიმართ გამძლეობა.

 

სამუშაოს აღწერა :

  1. აბიტურიენტებისგან საბუთების  მიღება და მათი პირადი საქმეების გახსნა - შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტად მიღების ინსტრუქციის IX თავით დადგენილი წესებით;
  2. რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება ბაკალავრიატის პროგრამის სტუდენტად იმ პირის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვაზე, რომელიც სწავლობდა უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან უმაღლესი განათლების პროგრამით სწავლობდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტად მიღების ინსტრუქციის დადგენილი წესით;
  3. ბაკალავრიატის პროგრამების თითოეული სტუდენტის სემესტრული სასწავლო დატვირთვის განაცხადის ფორმის მომზადება ყოველი სემესტრის დაწყების წინ - შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების სახელმძღვანელოთი დადგენილი წესის მიხედვით;
  4. ბაკალავრიატის პროგრამების სტუდენტებისთვის დახმარების გაწევა მათი სემესტრული სასწავლო დატვირთვის განაცხადის შევსებაში და მათ მიერ შევსებული განაცხადების მიღება; ამასთან, ბაკალავრიატის პროგრამების სტუდენტებისაგან განაცხადების მიღება პროფესიული პრაქტიკის ობიექტების და საბაკალავრო ნაშრომების თემების არჩევაზე - შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების სახელმძღვანელოს მიხედვით;
  5. ბრძანებების პროექტების მომზადება ბაკალავრიატის პროგრამების სტუდენტების პროფესიული პრაქტიკის ობიექტებზე განაწილების, საბაკალავრო ნაშრომებისა და მათი ხელმძღვანელების სტუდენტებზე განაწილების შესახებ;
  6. დამდეგი სემესტრისათვის ბაკალავრიატის პროგრამების თითოეული სტუდენტის სემესტრულ დატვირთვის პროექტის მომზადება - სტუდენტების სემესტრული დატვირთვის განაცხადების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში;
  7. ბაკალავრიატის პროგრამის სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის პროექტის მომზადება და მისი შეთანხმება სტუდენტთან;
  8. ბაკალავრიატის პროგრამის სტუდენტის სწავლება-სწავლის ხელშეკრულების ცვლილებების პროექტის მომზადება მისი სწავლის წლიური საფასურის საუნივერსიტეტო სასწავლო გრანტით დაფინანსების შემთხვევაში - შინაგანაწესის მიხედვით;
  9. სტრატეგიული განვითარების, ინტერნაციონალიზაციისა და კვლევების ხელშეწყობის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გავრცელება ბაკალავრიატის პროგრამების სტუდენტთა შორის  მესამე პირთა მიერ სამეცნიერო (სამეცნიერო-პრაქტიკული) კონფერენციების მოწყობაზე - შინაგანაწესის მიხედვით;
  10. ბაკალავრიატის პროგრამების სტუდენტებისაგან შესაფასებელი მასალების (პროფესიული პრაქტიკის დღიურები, ანგარიშები, დახასიათებები, საბაკალავრო ნაშრომები) მიღება და შემფასებლებისთვის მათი გადაცემის უზრუნველყოფა; ბაკალავრიატის პროგრამების სტუდენტთა სწავლის შედეგების მიღწევის დონის შეფასების ბიულეტენებისა და უწყისების მომზადება და, შესაფასებელ მასალებთან ერთად, შემფასებლებისათვის გადაცემა;
  11. დეკანის ბრძანებების პროექტების მომზადება ბაკალავრიატის პროგრამების სწავლის შედეგების შეფასების დღისა და დროის დანიშვნის თაობაზე იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდნენ შეფასებაზე ცხრილით ან დეკანის ბრძანებით დანიშნულ დროს;
  12. ბაკალავრიატის პროგრამების კომიტეტების დოკუმენტების, ბაკალავრიატის პროგრამების სასწავლო კურსების საგამოცდო ნაშრომების, საბაკალავრო ნაშრომების, პროფესიული პრაქტიკის შემფასებელი კომისიების დოკუმენტების საქმეებად გაფორმება და შენახვა - შპს ქუთაისის უნივერსიტეტის საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების ინსტრუქციით დადგენილი წესით.
  13. მობილობის წესით გადმოსულ სტუდენტთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განსაზღვრა.
  14. სტუდენტთა საბოლოო შეფასების რანჟირებული სიის მიწოდება დეკანისათვის სტუდენტთა მოსწრების რეიტინგული სიების მოსამზადებლად
  15. საკუთარი ფუნქცია მოვალეობების შესრულებისას თანამშრომელი ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალური ინფორმაციის დაცულობა;
  16. შპს ქუთაისის უნივერსიტეტის შინაგანაწესის თანახმად უზრუნველყოს სტუდენტთა დროული ინფორმირება სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით და მოახდინოს მათი კოორდინირება.

 

 

საკონკურსო თემატიკა

  • შპს ქუთაისის უნივერსიტეტის შინაგანაწესი;
  • შპს ქუთაისის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულება;
  • შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების სახელმძღვანელო;
  • შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტად მიღების ინსტრუქცია;
  • შპს ქუთაისის უნივერსიტეტის საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების ინსტრუქცია;
  • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ

 

 

 

კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საბუთებისა და მასალების ნუსხა:

  1. განცხადება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორისადმი, ხოლო

                ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში თემის ველში ვაკანსიის დასახელების

                მითითება;

  1. კონკურსანტის პროფესიული ბიოგრაფია (CV);
  2. სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
  3. კონკურსანტის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი (საქართველოს

         მოქალაქისთვის - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მოქალაქეობის არმქონე

         პირთათვის - ბინადრობის მოწმობა) და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;

  1. ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომი, ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;
  2. არსებობის შემთხვევაში - ინგლისური ენის B2, ან უფრო მაღალ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (თუ სერთიფიკატი ან ცნობა უცხოენოვანია, თან უნდა ახლდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე);
  3. სპეციალობით კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატი, დიპლომი, მოწმობა);
  4. სამოტივაციო წერილი;
  5. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4 სმ ნაბეჭდი სახით, ან ელექტრონული ფორმით;
  6. ერთი CD დისკი, რომელზეც pdf ფორმატითაა ჩაწერილი საბუთების იმ ნაწილების  დასკანერებული ასლები, რომელთა ქსეროასლებიცაა წარმოდგენილი (დოკუმენტაციის პირადად წარმოდგენის შემთხვევაში)
  7. pdf ფორმატის ერთი ფაილი რომელიც მოიცავს მოიცავს ყველა წარმოსადგენი საბუთის ელექტრონულ (დასკანერებულ) ასლს.

 

საკონკურსო საბუთების/მასალების წარმოდგენის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საბუთები უნდა წარმოადგინონ პირადად, ან ელექტრონულად 2019 წლის 5 თებერვლიდან – 2019 წლის 19 თებერვლვლის ჩათვლით სამუშაო დღეებში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ კანცელარიაში (მის.: ქუთაისი, ა. წერეთლის ქ. #13, მეორე სართული), ან hr@unik.edu.ge -ზე (სადაც თემის ველში მიეთითება ვაკანსიის დასახელება). 
  • საბუთები შემოწმდება წარმოდგენისთანავე. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ყველა წარმოდგენილი საბუთი/მასალები უბრუნდება კონკურსანტს.

 

კონკურსის პირობები, კონკურსი მოიცავს:

  1. საბუთების გადარჩევა

(რაც მოიცავს, კონკურსანტის კვალიფიკაციის შემოწმებას კონკურსის პირობებთან წარმოდგენილი საბუთების მიხედვით)

  1. გასაუბრება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატი, რომლებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. გასაუბრებაზე მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთან (მის მიერ განაცხადში ან CV-ში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით). კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობება დამატებით (მის მიერ განაცხადში ან CV-ში  მითითებული ტელეფონის, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით)

კონკურსის გამარჯვებულს საკონკურსო კომისია გამოავლენს არაუგვიანეს 2019 წლის 1 მარტამდე.




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook