ვაკანსია - პროგრამების კოორდინატორი ხარისხის უზრინველყოფის სამსახურში


         შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორის 05/02/2019 წ.  89  ბრძანების თანახმად

განცხადება

კონკურსის გამოცხადების შესახებ შპს „ქუთაისისხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში პროგრამების კოორდინატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად

 

კომპანიის დასახელება:

შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“

ვაკანსიის დასახელება:

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

პროგრამების კოორდინატორი, 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი.

განთავსების თარიღი / ბოლო ვადა:

2019 წლის 5 თებერვლიდან – 2019 წლის 19 თებერვლვლის ჩათვლით

მდებარეობა:

ქუთაისი

ტელეფონი:

+995 0431 24 52 97 (111);

საკონტ. პირი:

თინათინ მეფარიშვილი

განაკვეთი:

სრული

ენები:

 

ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

 სავალდებულოა ინგისური ენის ცოდნა

შრომის ანაზღაურება: დარიცხული 1000  ლარი.

 

შპს ქუთაისის უნივერსიტეტი - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (უნივერსიტეტი) -  აცხადებს კონკურსს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში პროგრამების კოორდინატორის 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. აუცილებელი: უმაღლესი მაგისტრი ან დოქტორი, ან მასთან გათანაბრებული ხარისხი; სპეციალობები: განათლების ადმინისტრირება, განათლების კვლევები, განათლების მენეჯმენტი, პროექტების მენეჯმენტი;
  2. სავალდებულოა ქართულ ენაზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  3. სავალდებულოა ინგლისური ენის სულ ცოტა B2 დონეზე ცოდნა.
  4. სავალდებულოა: საოფისე პროგრამების ცოდნა: Microsoft office, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint,
  5. სავალდებულოა: არანაკლებ 3 წლისა; საერთაშორისო პროგრამებში/პროექტებში მუშაობის გამოცდილება;

 

სასურველი: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების განმახორციელებელ პირად; 

 

დამატებითი მოთხოვნები:

 - კომუნიკაცია,

-გამართულად წერა,

-თანამშრომლობა/ტოლერანტობა,

- კეთილსინდისიერება,

-შედეგზე ორიენტაცია,

-სოციალური კავშირების დამყარება,

-დარგობრივი ცოდნის გამოყენება, ანალიზი,

- ინოვაციურობა,  ინსტრუქციების და პროცედურების დაცვა,

-სტრესის მიმართ გამძლეობა.

 

სამუშაოს აღწერა :

ა) სამსახურის უფროსისგან დავალებების შესაბამისად შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და შესრულება;

ბ) აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების შემოწმება და მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა;

გ) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებთან ქუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის დადგენა, ინიციატივების მომზადება, სამსახურის უფროსთან შეთანხმება და შესაბამისი საკონსულტაციო სამუშაოების ორგანიზება აკადემიური პროგრამების განვითარების ხელშეწყობის მიზნით;

დ) ავტორიზაციისა და აკრედიტაციისათვის მზადების პროცესებში, თვითშეფასების ანგარიშების და თანდართული დოკუმენტაციის შეკრება და ანალიზი;

ე) სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი;

ვ) გარე ექსპერტებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ქუ-ს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ექსპერტიზის ორგანიზებაში მონაწილეობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება;

ზ) დასკვნის მომზადება აკადემიური უმაღლესი განათლების დამტკიცებული პროგრამის/მისი ცვლილებების მომზადებისა და დამტკიცების პროცედურების შესაბამისობაზე შინაგანაწესის დებულებებთან - საჭიროების შემთხვევაში, რექტორის დავალებით;

თ)დაინტერესებული მხარეების ინფორმირება პროგრამისა და მასში განსახორციელებული ცვლილებების შესახებ;

ი) პროგრამების განმახორციელებელ პერსონალთან და პროგრამების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრების გამართვა;

კ) სამსახურის ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) სამსახურის უფროსის/რექტორის მიერ გაცემული იმ დავალებების შესრულება, რომლებიც არ არის გაწერილი ამ დოკუმენტში, მაგრამ შედის მისი კომპეტენციის ფარგლებში;

მ) შესრულებული სამუშაოების ამსახველი ანგარიშის შესრულება და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;

ნ) სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა.

 

 

საკონკურსო თემატიკა

 

  1. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;
  2. საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;
  3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის01.2007 №3 ბრძანება „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“;
  4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის10.2010 №99/ნ ბრძანება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“;
  5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის12.2010 №120/ნ ბრძანება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“;
  6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის05.2011 №65/ნ ბრძანება „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“;
  7. სამედიცინო სწავლების საერთაშორისო სტანდარტები;
  8. უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრონციპები - EშG 2015;
  9. შპს ქუთაისის უნივერსიტეტის წესდება;
  10. შპს ქუთაისის უნივერსიტეტის შინაგანაწესი;
  11. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება;
  12. შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების სახელმძღვანელო;
  13. შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო;
  14. შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული დოკუმენტების შედგენის ინსტრუქცია;
  15. შპს ქუთაისის უნივერსიტეტის საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების ინსტრუქცია;
  16. შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმები;
  17. საქართველოს კანონი “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”.

 

 

კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საბუთებისა და მასალების ნუსხა:

  1. განცხადება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორისადმი, ხოლო

                ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში თემის ველში ვაკანსიის დასახელების

                მითითება;

  1. კონკურსანტის პროფესიული ბიოგრაფია (CV);
  2. სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
  3. კონკურსანტის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი (საქართველოს

         მოქალაქისთვის - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მოქალაქეობის არმქონე

         პირთათვის - ბინადრობის მოწმობა) და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;

  1. ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომი, ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;
  2. არსებობის შემთხვევაში - ინგლისური ენის B2, ან უფრო მაღალ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (თუ სერთიფიკატი ან ცნობა უცხოენოვანია, თან უნდა ახლდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე);
  3. სპეციალობით კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატი, დიპლომი, მოწმობა);
  4. სამოტივაციო წერილი;
  5. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4 სმ ნაბეჭდი სახით, ან ელექტრონული ფორმით;
  6. ერთი CD დისკი, რომელზეც pdf ფორმატითაა ჩაწერილი საბუთების იმ ნაწილების  დასკანერებული ასლები, რომელთა ქსეროასლებიცაა წარმოდგენილი (დოკუმენტაციის პირადად წარმოდგენის შემთხვევაში)
  7. pdf ფორმატის ერთი ფაილი რომელიც მოიცავს მოიცავს ყველა წარმოსადგენი საბუთის ელექტრონულ (დასკანერებულ) ასლს.

 

საკონკურსო საბუთების/მასალების წარმოდგენის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საბუთები უნდა წარმოადგინონ პირადად, ან ელექტრონულად 2019 წლის 5 თებერვლიდან – 2019 წლის 19 თებერვლვლის ჩათვლით სამუშაო დღეებში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ კანცელარიაში (მის.: ქუთაისი, ა. წერეთლის ქ. #13, მეორე სართული), ან hr@unik.edu.ge -ზე (სადაც თემის ველში მიეთითება ვაკანსიის დასახელება). 
  • საბუთები შემოწმდება წარმოდგენისთანავე. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ყველა წარმოდგენილი საბუთი/მასალები უბრუნდება კონკურსანტს.

 

კონკურსის პირობები, კონკურსი მოიცავს:

  1. საბუთების გადარჩევა

(რაც მოიცავს, კონკურსანტის კვალიფიკაციის შემოწმებას კონკურსის პირობებთან წარმოდგენილი საბუთების მიხედვით)

  1. გასაუბრება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატი, რომლებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. გასაუბრებაზე მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთან (მის მიერ განაცხადში ან CV-ში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით). კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობება დამატებით (მის მიერ განაცხადში ან CV-ში  მითითებული ტელეფონის, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით)

კონკურსის გამარჯვებულს საკონკურსო კომისია გამოავლენს არაუგვიანეს 2019 წლის 1 მარტამდე.




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook