ვაკანსია - ივენთ მენეჯერი


 

      შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორის 05/02/2019 წ. 86  ბრძანების თანახმად

განცხადება

კონკურსის გამოცხადების შესახებ შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში  ივენთ-მენეჯერის ვაკანტური  თანამდებობის დასაკავებლად

 

კომპანიის დასახელება:

შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“

ვაკანსიის დასახელება:

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.  ივენთ-მენეჯერის 1 (ერთი) ვაკანტური  ადგილი.

განთავსების თარიღი / ბოლო ვადა:

2019 წლის 5 თებერვლიდან – 2019 წლის 19 თებერვლვლის ჩათვლით

მდებარეობა:

ქუთაისი

ტელეფონი:

+995 0431 24 52 97 (111);

საკონტ. პირი:

თინათინ მეფარიშვილი

განაკვეთი:

სრული

ენები:

 

ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

სასურველია ინგისური ენის ცოდნა

შრომის ანაზღაურება:  დარიცხული 600  ლარი.

 

შპს ქუთაისის უნივერსიტეტი - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (უნივერსიტეტი) -  აცხადებს კონკურსს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ივენთ-მენეჯერის 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. აუცილებელი: უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;
  2. სასურველი: მაგისტრის ხარისხი; სპეციალობები: მენეჯმენტი, მასობრივი კომუნიკაციები/ჟურნალისტიკა, მარკეტინგი.
  3. სავალდებულოა ქართულ ენაზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  4. სასურველია ინგლისური ენის სულ ცოტა B2 დონეზე ცოდნა.
  5. სავალდებულოა: საოფისე პროგრამების ცოდნა: Microsoft office, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint,
  6. სავალდებულოა: შესაბამის სფეროში არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება .

 

დამატებითი მოთხოვნები:

- კომუნიკაცია,

-გამართულად წერა,

-თანამშრომლობა/ტოლერანტობა,

- კეთილსინდისიერება,

- შედეგზე ორიენტაცია,

-სოციალური კავშირების დამყარება,

-დარგობრივი ცოდნის გამოყენება, ანალიზი,

- ინოვაციურობა,  ინსტრუქციების და პროცედურების დაცვა,

-სტრესის მიმართ გამძლეობა.

 

სამუშაოს აღწერა :

1) უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმის და არსებული პროექტების გათვალისწინებით ღონისძიების კონცეფციის შემუშავება, იდეების განერირება, წინადადებების მომზადება, პროექტის ვიზუალიზაციის ფორმირება (მოსაწვევები, ბანერები, დეკორაციები, საჩუქრებიდა ა.შ.). კონტრაქტორების გაანალიზება და შერჩევა, ბიუჯეტირება;

2) უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი სასწავლო და კულტურული ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ სამიზნე აუდიტორიის ინფორმირებულობა;

3) საზოგადოების საქმიანობის პოპულარიზაცია;

4) სოციალური მედიის არხების განვითარება და განახლება;
5) პრეს-კონფერენციების და ინტერვიუების ორგანიზება, პრეს-რელიზის და საინფორმაციო მასალების მომზადება;

6) საზოგადოების მიერ ორგანიზებული კონფერენციების, ოფიციალური მიღებებისა და საზეიმო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

7) სხვა, მათ შორის უცხო ქვეყნების ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში, ოფიციალურ მიღებებსა და საზეიმო ღონისძიებებში საზოგადოების მონაწილეობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

8) უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტური კლუბების საქმიანობის ხელშეწყობა, საზოგადოების ადმინისტრაციასთან მათი ურთიერთობების კოორდინაცია;

9) ინფორმაციის მომზადება საზოგადოების მიმდინარე საქმიანობის შესახებ ვებ-გვერდზე განსათავსებლად;

10) ღონისძიებების მასალების დაარქივება;

11) ტელე, რადიო და პრესარქივის შექმნა;

12) უნივერსიტეტის რექტორის და სამსახურის ხელმძღვანელისგან სხვა დავალებების მიღება, რომელიც შეესაბამება უნივერსიტეტის პოლიტიკას, შიდა რეგულაციებს და სტრატეგიულ გეგმას.

 

საკონკურსო თემატიკა

 

-კანონი „რეკლამის შესახებ“

-კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;

-კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ;

-შპს ქუთაისის უნივერსიტეტის წესდება;

-შპს ქუთაისის უნივერსიტეტის შინაგანაწესი;

-შპს ქუთაისის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება;

- შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმები;

 

კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საბუთებისა და მასალების ნუსხა:

  1. განცხადება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორისადმი, ხოლო

                ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში თემის ველში ვაკანსიის დასახელების

                მითითება;

  1. კონკურსანტის პროფესიული ბიოგრაფია (CV);
  2. სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
  3. კონკურსანტის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი (საქართველოს

         მოქალაქისთვის - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მოქალაქეობის არმქონე

         პირთათვის - ბინადრობის მოწმობა) და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;

  1. ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომი, ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;
  2. არსებობის შემთხვევაში - ინგლისური ენის B2, ან უფრო მაღალ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (თუ სერთიფიკატი ან ცნობა უცხოენოვანია, თან უნდა ახლდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე);
  3. სპეციალობით კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატი, დიპლომი, მოწმობა);
  4. სამოტივაციო წერილი;
  5. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4 სმ ნაბეჭდი სახით, ან ელექტრონული ფორმით;
  6. ერთი CD დისკი, რომელზეც pdf ფორმატითაა ჩაწერილი საბუთების იმ ნაწილების დასკანერებული ასლები, რომელთა ქსეროასლებიცაა წარმოდგენილი (დოკუმენტაციის პირადად წარმოდგენის შემთხვევაში)
  7. pdf ფორმატის ერთი ფაილი რომელიც მოიცავს მოიცავს ყველა წარმოსადგენი საბუთის ელექტრონულ (დასკანერებულ) ასლს.

 

საკონკურსო საბუთების/მასალების წარმოდგენის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საბუთები უნდა წარმოადგინონ პირადად, ან ელექტრონულად 2019 წლის 5 თებერვლიდან – 2019 წლის 19 თებერვლვლის ჩათვლით სამუშაო დღეებში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ კანცელარიაში (მის.: ქუთაისი, ა. წერეთლის ქ. #13, მეორე სართული), ან hr@unik.edu.ge -ზე (სადაც თემის ველში მიეთითება ვაკანსიის დასახელება). 
  • საბუთები შემოწმდება წარმოდგენისთანავე. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ყველა წარმოდგენილი საბუთი/მასალები უბრუნდება კონკურსანტს.

 

კონკურსის პირობები, კონკურსი მოიცავს:

  1. საბუთების გადარჩევა

(რაც მოიცავს, კონკურსანტის კვალიფიკაციის შემოწმებას კონკურსის პირობებთან წარმოდგენილი საბუთების მიხედვით)

  1. გასაუბრება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატი, რომლებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. გასაუბრებაზე მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთან (მის მიერ განაცხადში ან CV-ში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით). კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობება დამატებით (მის მიერ განაცხადში ან CV-ში  მითითებული ტელეფონის, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით)

კონკურსის გამარჯვებულს საკონკურსო კომისია გამოავლენს არაუგვიანეს 2019 წლის 1 მარტამდე.




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook