ვაკანსია - ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი


 

შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორის 01/02/2019 წლის 68  ბრძანების თანახმად

განცხადება

კონკურსის გამოცხადების შესახებ შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული დროებითი (შტატგარეშე) თანამდებობის დასაკავებლად

 

კომპანიის დასახელება:

შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“

ვაკანსიის დასახელება:

ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი

განთავსების თარიღი / ბოლო ვადა:

2019 წლის პირველი თებერვლიდან – 2019 წლის 16 თებერვლამდე

მდებარეობა:

ქუთაისი

ტელეფონი:

+995 431 24 52 97 (111);

საკონტ. პირი:

თინათინ მეფარიშვილი

განაკვეთი:

სრული

ენები:

 

ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

სასურველია ინგისური ენის ცოდნა B2 დონეზე

შრომის ანაზღაურება: 800  ლარი.

 

შპს ქუთაისის უნივერსიტეტი - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (უნივერსიტეტი) -  აცხადებს კონკურსს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის დროებით (შტატგარეშე) 1 (ერთი) თანამდებობის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. სავალდებულოა უმაღლესი განათლება ბაკალავრის, მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული ხარისხი (ადამიანური რესურსების მართვის/სოციალური მეცნიერებების, ან სამართლის მიმართულებით);
  2. სავალდებულოა ქართულ ენაზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  3. სავალდებულოა:

საოფისე პროგრამების ცოდნა: Microsoft office, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, internet.

  1. სავალდებულოა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი მუშაობის გამოცდილება
  2. სასურველია საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 1 (ერთ) წლიანი, ან მეტი მუშაობის გამოცდილება;
  3. სასურველია ინგლისური ენის სულ ცოტა B2 დონეზე ცოდნა.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ზეპირი და წერილობითი საქმიანი კომუნიკაციის წარმოების უნარი;
  • პრეზენტაბელურობა;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.

 

სამუშაოს აღწერა :

  • ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და სტანდარტების შესახებ წინადადებების მომზადება, განხორციელების პროცესის მართვა და მის განხორციელებაში უშუალო მონაწილეობა.
  • თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება და შერჩევის პროცესში უშუალოდ მონაწილეობა.
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომელთა შეფასების სისტემის შესახებ წინადადებების შემუშავება, შეფასების პროცესის ორგანიზება და მართვა.
  • თანამშრომელთა მოტივაციისა და პასუხისმგებლობის სისტემის შესახებ წინადადებების მომზადება.
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ წინადადებების შემუშავება, თანამშრომელთა სწავლების პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება.
  • პირადი საკადრო საქმეების შექმნა და წარმოება, მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
  • სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემის კონტროლი, გაცდენებისა და შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.
  • შრომითი ურთიერთობის შესახებ ცნობების მომზადება.
  • ადამიანური რესურსების მართვისა და საკადრო საკითხების შესახებ ანგარიშების მომზადება.
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.

 

საკონკურსო თემატიკა

 

  • საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
  • შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ წესდება
  • შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ შინაგანაწესი

 

კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საბუთებისა და მასალების ნუსხა:

  • განცხადება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორისადმი, ხოლო

                ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში თემის ველში ვაკანსიის დასახელების

                მითითება;

  • კონკურსანტის პროფესიული ბიოგრაფია (CV);
  • სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
  • კონკურსანტის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი (საქართველოს

         მოქალაქისთვის - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მოქალაქეობის არმქონე

         პირთათვის - ბინადრობის მოწმობა) და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;

  • ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომი, ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;
  • არსებობის შემთხვევაში - ინგლისური ენის B2, ან უფრო მაღალ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (თუ სერთიფიკატი ან ცნობა უცხოენოვანია, თან უნდა ახლდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე);
  • სპეციალობით კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატი, დიპლომი, მოწმობა);
  • სამოტივაციო წერილი;
  • ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4 სმ ნაბეჭდი სახით, ან ელექტრონული ფორმით;
  • ერთი CD დისკი, რომელზეც pdf ფორმატითაა ჩაწერილი საბუთების იმ ნაწილების დასკანერებული ასლები, რომელთა ქსეროასლებიცაა წარმოდგენილი (დოკუმენტაციის პირადად წარმოდგენის შემთხვევაში)
  • pdf ფორმატის ერთი ფაილი რომელიც მოიცავს მოიცავს ყველა წარმოსადგენი საბუთის ელექტრონულ (დასკანერებულ) ასლს.

 

საკონკურსო საბუთების/მასალების წარმოდგენის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საბუთები უნდა წარმოადგინონ პირადად, ან ელექტრონულად 2019 წლის 01 თებერვლიდან 16 თებრვლამდე სამუშაო დღეებში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ კანცელარიაში (მის.: ქუთაისი, ა. წერეთლის ქ. #13, მეორე სართული), ან hr@unik.edu.ge -ზე (სადაც თემის ველში მიეთითება ვაკანსიის დასახელება). 
  • საბუთები შემოწმდება წარმოდგენისთანავე. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ყველა წარმოდგენილი საბუთი/მასალები უბრუნდება კონკურსანტს.

 

კონკურსის პირობები, კონკურსი მოიცავს:

  1. საბუთების გადარჩევა

(რაც მოიცავს, კონკურსანტის კვალიფიკაციის შემოწმებას კონკურსის პირობებთან წარმოდგენილი საბუთების მიხედვით)

  1. გასაუბრება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატი, რომლებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. გასაუბრებაზე მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთან (მის მიერ განაცხადში ან CV-ში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით). კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობება დამატებით (მის მიერ განაცხადში ან CV-ში  მითითებული ტელეფონის, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით)

კონკურსის გამარჯვებულს საკონკურსო კომისია გამოავლენს არაუგვიანეს 2019 წლის 1 მარტამდე.




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook