კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად


 

შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორის _01/02/2019წ.__ _67___  ბრძანების თანახმად

განცხადება

კონკურსის გამოცხადების შესახებ შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

 

კომპანიის დასახელება:

შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“

ვაკანსიის დასახელება:

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

განთავსების თარიღი / ბოლო ვადა:

2019 წლის 1 თებერვლიდან - 2019 წლის 4 მარტის ჩათვლით

მდებარეობა:

ქუთაისი

ტელეფონი:

+995 0431 24 52 97 (111);

საკონტ. პირი:

თინათინ მეფარიშვილი

კატეგორია:

ტრენინგი/სწავლება

ქვეკატეგორია:

ლექტორი / პროფესორი / უმაღლესი / უნივერსიტეტი

განაკვეთი:

სრული

ენები:

 

ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

ინგლისური ენის ცოდნა სულ ცოტა B2 დონეზე

 

შპს ქუთაისის უნივერსიტეტი - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (უნივერსიტეტი) -  აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის -   ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე ფინანსების მიმართულებით ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:

  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. დოქტორის აკადემიური, ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ან;
  2. დოქტორის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელ/მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე მუშაობის, სულ ცოტა, 5 წლის გამოცდილება იმ დარგში, რომელსაც მიეკუთვნება აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსი (კურსები), რომელიც მან უნდა ასწავლოს და ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მონოგრაფია, სახელმძღვანელო ან სამეცნიერო ნაშრომი რეფერირებად ჟურნალში არჩეული სასწავლო კურსის (კურსების) შესაბამისი დარგის საკითხებზე;

კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საბუთებისა და მასალების ნუსხა:

  • განცხადება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორისადმი
  • კონკურსანტის პროფესიული ბიოგრაფია (CV);
  • კონკურსანტის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი (საქართველოს მოქალაქეებისათვის - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის - ბინადრობის მოწმობა) და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;
  • დოქტორის/მაგისტრის დიპლომი, ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;
  • არსებობის შემთხვევაში - ინგლისური ენის B2, ან უფრო მაღალ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, გაცემული საყოველთაოდ აღიარებული დაწესებულების მიერ ან ცნობა, გაცემული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელშიც დოქტორანტობის კანდიდატმა მიიღო ბაკალავრის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, იმის თაობაზე, რომ ამ დაწესებულებაში შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული საგნების ერთი მესამედი ან მეტი მან ისწავლა ინგლისურ ენაზე (თუ სერტიფიკატი ან ცნობა უცხოენოვანია, თან უნდა ახლდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე);
  • პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • სპეციალობით, ან პედაგოგიური საქმიანობის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატი, დიპლომი, მოწმობა) და მათი ქსეროასლები;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის ბოლო 5 (ხუთი) წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათი ქსეროასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ;
  • ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცნობა სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობაზე, მაგისტრანტების სახელისა და გვარის და სამაგისტრო ნაშრომების თემების მითითებით და ამ ცნობის ქსეროასლი;
  • იმ სადოქტორო ნაშრომების ავტორეფერატები, რომელთა სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო კონკურსანტი და ავტორეფერატების იმ გვერდების ქსეროასლები, რომლებზეც მითითებულია დისერტანტისა და მისი სამეცნიერო ხელმძღვანელის ვინაობა და დისერტაციის თემა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • ცნობები ბოლო 5 წლის მანძილზე კონკურსანტის მონაწილეობით შესრულებული, დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესახებ, გაცემული იმ დაწესებულების მიერ, სადაც ეს პროექტები შესრულდა, პროექტის სახელწოდების, მისი შესრულების ვადების, პროექტის განხორციელებაში კონკურსანტის პოზიციის მითითებით და ამ ცნობების ქსეროასლები;
  • ის სამეცნიერო ჟურნალები, რომლებშიც ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულია სამეცნიერო-კვლევითი სტატიები თემაზე, რომელიც უნდა ასწავლოს კონკურსანტმა, კონკურსანტის ავტორობით ან თანაავტორობით და ყოველი ჟურნალისა და მასში გამოქვეყნებული სტატიის პირველი გვერდის ქსეროასლი (შეფასდება მხოლოდ ისეთი სტატიები, რომლებიც თემატურად ახლოსაა კონკურსანტის მიერ დასაკავებელი თანამდებობის მიმართულებასთან);
  • იმ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც თემატურად ახლოსაა საგანთან, კერძოდ: სამეცნიერო კონფერენციების კრებულები, რომლებშიც გამოქვეყნებულია კონკურსანტის მოხსენებების თეზისები, ამ კრებულებისა და კონკურსანტის მოხსენებების მათში გამოქვეყნებული თეზისების პირველი გვერდების ქსეროასლები (შეფასდება მხოლოდ ისეთი მოხსენებების თეზისები, რომლებიც თემატურად ახლოსაა კონკურსანტის მიერ დასაკავებელი თანამდებობის მიმართულებასთან);
  • იმ სამეცნიერო ჟურნალების თითო ნომერი, რომლის რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიის ან საბჭოს წევრი იყო/არის კონკურსანტი, ამ ჟურნალის პირველი და იმ გვერდის ქსეროასლი, რომელშიც მითითებულია რედატორად, სარედაქციო კოლეგიის ან საბჭოს წევრად კონკურსანტის ყოფნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კონკურსანტის ავტორობით/თანაავტორობით გამოცემული მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები და მათი პირველი გვერდების ქსეროასლები;
  • ცნობები, გაცემული საერთაშორისო საგრანტო პროექტების დონორი ან ბენეფიციარი ორგანიზაციების/დაწესებულებების მიერ, რომლებითაც დასტურდება ამ პროექტებში კონკურსანტის მუშაობის გამოცდილება, თითოეულ პროექტში კონკურსანტის სტატუსის (პოზიციის) მითითებით და ამ ცნობების ქსეროასლები;
  • კონკურსანტის მიერ მომზადებული წერილობითი დოკუმენტი მის მიერ არჩეული ერთ-ერთი სასწავლო კურსის სწავლების სტრატეგიის თაობაზე და მისი ქსეროასლი, აგრეთვე საგნის სილაბუსი;
  • კონკურსანტის მიერ მომზადებული მეთოდური მასალა მის მიერ არჩეული ერთ-ერთი სასწავლო კურსის რომელიმე ერთი თემის დისტანციური სწავლებისათვის, რომლითაც შეფასდება სასწავლო პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და დისტანციური სწავლების ეფექტური გამოყენების უნარი - წერილობითი აღწერა და მისი ქსეროასლი და ვიდოგაკვეთილი, ჩაწერილი CD დისკზე;
  • კონკურსანტის მიერ მომზადებული წერილობითი დოკუმენტი მის მიერვე შერჩეულ თემაზე სამეცნიერო კვლევის ჩატარების სტრატეგიის თაობაზე და მისი ქსეროასლი;
  • ერთი CD დისკი, რომელზეც .pdf ფორმატითაა ჩაწერილი საბუთების იმ ნაწილების დასკანერებული ასლები, რომელთა ქსეროასლებიცაა წარმოდგენილი.

საკონკურსო საბუთების/მასალების წარმოდგენის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საბუთები (დედნები და მათი ქსეროასლები) უნდა წარმოადგინონ პირადად 2019 წლის 01 თებერვლიდან 2019 წლის 4 მარტის ჩათვლით, სამუშაო დღეებში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ კანცელარიაში (მის.: ქუთაისი, ა. წერეთლის ქ. #13, მეორე სართული)

.  •საბუთები შემოწმდება წარმოდგენისთანავე. ქსეროასლების თითოეული ფურცლის შესაბამისობას დედანთან ქსეროასლზე ხელმოწერით ადასტურებენ კონკურსანტი და საბუთების მიღებაზე პასუხიმგებელი პირი. შემოწმების დასრულებისთანავე წარმოდგენილი საბუთების (გარდა განცხადებისა) დედნები უბრუნდება კონკურსანტს. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ყველა წარმოდგენილი საბუთი/მასალები უბრუნდება კონკურსანტს.

 

კონკურსის პირობები, კონკურსი მოიცავს:

  1. საბუთების გადარჩევა

(რაც მოიცავს, კონკურსანტის კვალიფიკაციის შემოწმებას კონკურსის პირობებთან წარმოდგენილი საბუთების მიხედვით)

  1. კონკურსანტის საჯარო ლექციის მოსმენა

(კონკურსანტების საჯარო ლექციების მოსმენა-შეფასება მოიცავს: თითოეული კონკურსანტი 30 წუთიან საჯარო ლექციას წაიკითხავს საკონკურსო კომისიის სხდომაზე, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ შენობაში, საგნის თემატიკიდან გამომდინარე. ინფორმაცია საჯარო ლექციის თემის, მისი ჩატარების ზუსტი  დროისა და ადგილის შესახებ კონკურსანტს მიეწოდება ელექტრონული ფოსტითა და ტელეფონით ).

  1. გასაუბრება

 

კონკურსის გამარჯვებულს საკონკურსო კომისია გამოავლენს საბუთების მიღების დასრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

 

კონკურსანტის შეფასების კრიტერიუმები და წესი დაწვრილებითაა აღწერილი შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ შინაგანაწესში. შინაგანაწესის ტექსტი ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.unik.edu.ge.

 

 

 

 

 

 




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook