ვაკანსია - სტაჟირება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში


ქუთაისის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური აცხადებს არაანაზღაურებად ექვსთვიან სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით.

 

 ძირითადი მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, სასურველია SPSS, Statistics, R);
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
** პროფესიული უნარ-ჩვევები:
 -კვლევის და ანალიზის უნარი

 - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
 - დეტალებზე ორიენტირებულობა
 - გუნდური მუშაობის უნარი

 - პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული
 - პუნქტუალური და კომუნიკაბელური

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** გამოკითხვების ჩატარება და მიღებული მონაცემების ანალიზი;
** სხვადასხვა სახის წერილობითი მასალის მომზადება/თარგმნა;
** მიმდინარე პროექტებსა და ღონისძიებებში ჩართულობა;
** საორგანიზაციო და საოფისე საქმიანობაში დახმარება.

 

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@unik.edu.ge და გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სტაჟირება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 იანვარი, 2019




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook