ესტონეთის გამოცდილების გაზიარება


მიმდინარე წლის 28 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე, შპს ქუთაისის უნივერსიტეტში (აუდიტორია 303) საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლებისთვის გაიმართება ტრენინგი თემაზე „ტექნოლოგია და პედაგოგიკა - ესტონეთის გამოცდილება“, რომელსაც გაუძღვებიან შპს ქუთაისის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ელგუჯა დეისაძე და მოწვეული ლექტორი გიორგი ჭუმბურიძე.

ტრენინგი ტარდება  ევროკავშირის საგრანტო პროგრამის „ERASMUS+“-ის პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების  ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში\" (CURE) სპეციალური მობილობის  ფარგლებში, ესტონეთში, ტალინის უნივერსიტეტში გავლილი ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მიხედვით.




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook