ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლის მოკლე ონლაინ სასერტიფიკატო სასწავლო პროგრამები


   ბრიტანულ ქართული სავაჭრო პალატა (BGCC) აცხადებს საგანმანათლებლო პროექტის დაწყებას სახელწოდებით „მიიღე ბრიტანული განათლება“. პროექტი ხორციელდება ბრიტანეთის ერთერთი წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუტის - ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლასთან (LSBF) თანამშრომლობით. პროექტი იწვევს საქართველოს მოქალაქეებს სკოლის მიერ წარმოდგენილ სასწავლო სასერტიფიკატო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. პროექტის ფარგლებში ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლა ქართველ სტუდენტებს სასწავლო პროგრამებით სარგებლობისათვის ექსკლუზიურ ტარიფს თავაზობს.

   სკოლის მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროგრამები დაეხმარება მონაწილეებს შეიძინონ საფუძვლიანი ცოდნა და განავითარონ პროფესიული უნარები, რაც მნიშვნელოვნად შეიწყობს ხელს მათ შემდგომ პროფესიულ წინსვლას. სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც შესაბამის სფეროებში საწყისი პროფესიული განათლების მქონე მსურველებს, ასევე მათ, ვისაც გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება პროფესიული განათლების გარეშე. სასწავლო პროგრამების შემუშავებისას სკოლის მიერ გათვალისწინებულ იქნა დამსაქმებელთა რეკომენდაციები და მათი ძირითადი მოთხოვნები. კერძოდ, რა ცოდნისა და უნარების მქონე კანდიდატებს ანიჭებენ ისინი უპირატესობას საბოლოო გადაწყვტილების მიღებისას.

სრულად პროგრამების შესახებ იხილეთ ბმმულზე




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook