ღონისძიების ავტორი

ინსპირაციული ვორქშოფი - ლიდერობა და მეწარმეობა

თუ მომავალ ტექნოლოგიებს ეკუთვნი და ხარ გოგონა, ეს მომავალი შენია!

დარეგისტრირდი 17 სექტემბრამდე ერთდღიან ვორქშოფზე, განივითარე შემოქმედებითი უნარი, მეწარმეული ხედვა, ინოვაციურობა და შეხვდი ქალ ლიდერებს, რომლებიც ახლა ტექნოლოგიების სფეროში არიან საქართველოში.

ევროკავშირის სააგენტოს ევროპის ინოვაციისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი EIT (European Institute of Innovation & Technology) და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია INOMER ინსპირაციულ ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად იწვევს 12-18 წლის გოგონებს.

ვორქშოფის მიზანია ხელი შეუწყოს ნეგატიური სტერეოტიპების ნგრევას გოგონათა შესაძლებლობების შესახებ ტექნოლოგიების, ინოვაციისა და მეწარმეობის სფეროში.

ვორქშოფზე მონაწილეობა შეზღუდულია. მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე:
https://www.surveymonkey.com/r/8QXKDSM

ვორქშოფის ჩატარების დღე: 21 სექტემბერი
ადგილი: ქუთაისის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი
ხანგძლივობა: 09.30- 16.30

#UNIK