ღონისძიების ავტორი

განტვირთვის დღეები აბიტურიენტებისათვის

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა - ახლა გართობის დროა !
მოდი ქუთაისის უნიერსიტეტის განტვირთვის დღეებზე.

სანამ საბოლოო ქულები და შედეგები ცნობილი გახდება, სანამ მოლოდინის რეჟიმში ხარ, მოიხსენი დაღლილობა და
დაძაბულობა!

ქუთაისის უნივერსიტეტი ზრუნავს აბიტურიენტების განწყობაზე და გთავაზობთ განტვირთვის სასიამოვნო დღეებს:

1) 29 ივლისი, 12: 00 კინოსეანსი ,,კინოსაქართველო“.*1
2) 30 ივლისი 11:00 ჯეო-ქეშინგი. - RICDOG *2
3) 31 ივლისი 12:00 -17:00 ბოულინგ-ცენტრი ,,არენა.“

*1კინო შეირჩევა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

*2 თამაში ჯეო-ქეშინგი თემით: ქუთაისის ისტორიიდან ნაკლებად ცნობილი ფაქტები. თამაში ბესტცელერის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ მიხედვით გადაღებული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ ისტორიებით იქნება გაფორმებული.
თამაშში მონაწილეობას მიიღებს რეგისტირებული მონაწილეებისგან დაკომპლექტებული 7 გუნდი, რომლებმაც თამაშის პროცესში გამოგონილი ისტორიის მიხედვით უნდა დაისაკუთრონ რკინის ტახტი.
თითოული გუნდი- სამეფო კარის თამაშების საგვარეულოს შესაბამისი სახელით ითამაშებს.

ჯეო-ქეშინგის ფინიშის და სტარტის ნიშნული იქნება მოწყობილი „სამეფო კარის თამაშების“ ეპოქისათვის დამახასიათებელი ინტერიერით. ფინიშის ნიშნულზე მონაწილეებს სამეფო ტახტი დახვდებათ.

გამარჯვებული გუნდის თითოეული წევრი "სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბ თაობათა დიალოგი"დან Erasmus + გაცვლით პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

განტვირთვის დღეებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია, აბიტურიენტის საგამოცდო ბარათის წარდგენა და გაწვერიანება ფეისბუქ ჯგუფში, რომელიც კითხვარის წარმატებით შევსების შემთხვევაში გამოჩნდება.


რეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
597 10 20 12

ქუთაისის უნივერსიტეტი - 019 - ნაბიჯი წარმატებისკენ.

#ქუთაისისუნივერსიტეტი #unik #ჩვენთანუკეთესია