ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

განხორციელებული კვლევები

სარეკომენდაციო საინვესტიციო წინადადებების და კონკრეტული შეთავაზებების მომზადება ქალაქის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმის ფარგლებში

(1.01.2016 – 1.10.2016)


ქუთაისის გეოგრაფიულ არეალში არსებული საპრივატიზაციო შენობების ფართები და მიწის ნაკვეთები კარგ შესაძლებლობებს იძლევა ისეთი ინვესტიციების მოსაზიდად, რომლებიც თანხვედრაში იქნება ქალაქის იმიჯის გაუმჯობესებისა და სტრატეგიული მიზნების რეალიზებისთვის.

კონკრეტული არეალის ეკონომიკური განვითარებისათვის  ერთერთი მიღებული პრაქტიკაა ქალაქის თვითმართველობის მიერ ქალაქის განვითარების ძირითადი სტრატეგიის შემუშავება, ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების განსაზღვრა, მათ შესაბამისად  ნედლი „ბიზნეს იდეების“ შემუშავება, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება  და მათი იმპლიმენტაციისათვის დაინტერესებული კერძო სექტორის მოზიდვა. პროექტის ფარგლებში შესრულდა შემდეგი სამუშაოები:

  • არსებული საპრივატიზაციო ობიექტების კვლევა მათი შემდგომი ფუნქციონალური დატვირთვის უზრუნველსაყოფად;

  • მზა საინვესტიციო წინადადებების და კონკრეტული ბიზნეს შეთავაზებების მომზადება პოტენციური ინვესტორებისთვის;

  • ქალაქში სხვა არსებული აქტივების (თავისუფალი მიწის ნაკვეთები, ნაკლებ ეფექტურად გამოყენებული ობიექტები) კვლევა და ანალიზი შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციებით; 

  • არსებული აქტივების უკეთესად უტილიზაციის მიზნით  ახალი შეთავაზებების შემუშავება;

  • კვლევის შედეგების და ბიზნეს წინადადებების სტრუქტურირება ქალაქის განვითარების სტატეგიული მიმართულებების მიხედვით.


მიმზიდველობიდან ტურისტული შეთა-ვაზებების ინტეგრირებულ პაკეტებამდე: ტურიზმის მარკეტინგული გეგმა თვითმმართველი ქალაქ ქუთაისისა და მისი შემოგარენისათვის

(1.12.2014 – 1.10.2015)


პროექტის მიზანს სწორედ რეგიონულ ტურიზმთან დაკავშირებული კვლევების განხორციელება და კონკრეტული მარკეტინგული გეგმის შემუშავება წარმოადგენს, რომლის შედეგებიც შემდგომში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ტურიზმის ახალი სტრატეგიის სწორად გადახალისებაში.  

პროექტით გათვალისწინებული კვლევების მოსალოდნელი შედეგები შემდეგია:

ა. მარკეტინგის და წინწაწევის („პრომოუშენის“) გეგმა – ქალაქის და მისი შემოგარენის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის, სტრატეგიული პოზიციონირება; ტურისტული მოდელების და პრიორიტეტული ბაზრებისა თუ სეგმენტების იდენტიფიცირება. 

ბ. პროდუქტის განვითარება და დივერსიფიკაცია – გამოვლენილი პოტენციური პროდუქტები დივერსიფიკაციის ხელშესაწყობად.


კვლევის შედეგების პოტენციური მომხმარებლებია:

  • რეგიონული მართვის ორგანიზაციებიDMO-ები;

  • საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;

  • რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლება;

  • კერძო სექტორი;

  • ადგილობრივი საზოგადოება (თემები).

კვლევის ფინალურ ეტაპზე განხორციელდა შედეგების პრეზენტაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების მონაწილეობით. კვლევის შედეგი - საბოლოო დოკუმენტი მიეწოდა ქ.ქუთაისის მერიას ქალაქის განვითარების სტრატეგიაში ასახვის მიზნით.


რეგიონული მმართველობის და თვითმმართველობის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები და ფისკალური დეცენტრალიზაციის აქტუალური საკითხები

(15.12.2013 -15.10.2014)

ჩვენს ქვეყანაში ფისკალური დეცენტრალიზაციის მხრივ არსებული მდგომარეობა რეალურად განიცდის სათანადო მეცნიერული ანალიზის ნაკლებობას. მართალია, სახელმწიფომ დეცენტრალიზაციის აუცილებლობა აღიარა, მაგრამ ფისკალური დეცენტრალიზაციის მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ გამოსწორებასა და დახვეწას მოითხოვს. ეს კი შეუძლებელია სათანადო მეცნიერული ანალიზის გარეშე. 

პროექტის ფარგლებში განხორციელდა თეორიული კვლევა და მომზადდა მასალა 

  • ადგილობრივი ორგანოების დამოუკიდებლობის გაზრდის და დეცენტრალიზაციის მნიშვნელობის დასაბუთება;

  • ადგილობრივი ორგანოების საჭიროებათა შესწავლა (ფინანსური საფუძვლები);

  • ფისკალური დეცენტრალიზაციის გამოცდილების შესწავლა სხვადასხვა ქვეყნებში;

  • ფისკალური დეცენტრალიზაციის ინსტრუმენტები და მათი გამოყენების შესაძლებლობების შესწავლა;

  • ფისკალური დეცენტალიზაციის პრობლემები საქართველოში;

  • კვლევის შედეგების სისტემატიზაცია;

  • კონცეფციის პრეზენტაცია.


პროექტის ფარგლებში განხორციელდა თეორიული კვლევა და მომზადდა სათანადო ანგარიში, რომელსაც გააჩნია თეორიული და პრაქტიკული ღირებულება.



მომსახურების სფეროს (სასტუმროების, რესტორნების, გასართობი ცენტრების)  ბაზრის კვლევა ქ. ქუთაისში

(15. 12. 2013 – 15.10.2014)

კვლევითი პროექტის შედეგებს აქვს პრაქტიკული გამოყენებითი დატვირთვა, რამდენადაც ჯერ ერთი, იგი არის სრულყოფილი კვლევა მომსახურების სფეროს ბიზნესზე (სასტუმროები, რესტორნები, გასართობი ცენტრები) და ასევე გაკეთდა სრულყოფილი ეკონომიკური ანალიზი.  კვლევა უაღრესად დადებითად წაადგება  ამ სფეროში მომუშავე მკვლევარებს, ტურისტულ სააგენტოებს და სამთავრობო სტრუქტურებს. ამდენად, კვლევის შედეგების პოტენციურ მომხმარებლად შეიძლება მოვიაზროთ:  როგორც ჩვენი, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორები რომლებიც მოისურვებენ ამ სფეროში ბიზნესის დაწყებას.

სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“

ჟურნალის ნომერი

გამოსვლის წელი

თვე

1

2006

ივლისი

2

2007

იანვარი

3

2007

ივლისი

4

2008

აპრილი

5

2009

იანვარი

6

2009

აპრილი

7

2010

იანვარი

8

2010

დეკემბერი

9

2011

მაისი

10

2012

თებერვალი

11

2012

დეკემბერი

12

2013

მაისი

13

2013

დეკემბერი

14

2014

მარტი

15

2015

თებერვალი

16

2016

დეკემბერი


გ) სახელმძღვანელოები, სტამბური წესით გამოცემული კვლევის შედეგები:

  • დეისაძე ე., ჩიხლაძე ნ., გაბელაშვილი კ.შესავალი ეკონომიკასა და ბიზნესში. ქუთაისის უნივერსიტეტი. „მბმ-პოლიგრაფი“, ქუთაისი, 2012. 

  • ჩიხლაძე ნ., ვალიშვილი თ., გაბელაშვილი კ. ქალაქის ბრენდინგის აქტუალური საკითხები - ქუთაისური წახნაგები. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2014.  

  • ბერაძე მ.,  გაბელაშვილი კ., მნაცაკანიანი მ.,ქელბაქიანი ლ., მათემატიკური მეთოდები ეკონომიკაში-I. ქუთაისი, 2011.

  • ჩიხლაძე ნ., როგორ დავწეროთ სადოქტორო ნაშრომი. აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017.


ქ. ქუთაისის ბრენდინგის კონცეფციის შემუშავება 

(1.12.2013 - 1.08.2013)

რეგიონებისა და ქალაქების ბრენდების შექმნა დღეისათვის ძალზე აქტუალურია მთელ მსოფლიოში. ეს მოვლენა დიდწილად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ქალაქის ან ტერიტორიის ბრენდის ხარისხზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ინვესტიციების შემოდინება აღნიშნულ ქალაქსა თუ ტერიტორიაზე, მოინდომებენ თუ არა რეგიონის ფარგლებს გარეთ მოღვაწე მეწარმეები მოახდინონ და გაზარდონ კაპიტალდაბანდებები. 

თანამედროვე ბრენდინგს საფუძველია ქალაქის პოზიტიური იმიჯი. იმიჯი ექვემდებარება ცვლილებას და ამგვარი ცვლილება შესაძლებელია გამოყენებული იქნას ახალი ბრენდის შესაქმნელად. ქალაქის ცხოვრების ყოველი ასპექტი - დაწყებული ქუჩების სისუფთავითა და საწარმოებისა და დაწესებულებების ფუნქციონირებით, - გავლენას ახდენს ბრენდის ფორმირებაზე. ქალაქი, რომელიც მიმზიდველია ინვესტორებისათვის, ტურისტებისა და ადგილობრივ მცხოვრებთათ, როგორც ქალაქის ბრენდის რეტრანსლატორებისათვის, აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსებს - ეს არის წარმატებული პროდუქტი  ტერიტორიების ბაზარზე. კვლევის ამოცანებად დაისახა:

  • ქალაქის ბრენდირების შესახებ მსოფლიოში არსებული გამოცდილების შესახებ  ინფორმაციის მოძიება და გადამუშავება;

  • ქ.ქუთაისის უნიკალურობისა და თავისებურებების შესწავლა;

  • ქ.ქუთაისის ბრენდირების კონცეფციის შემუშავება;

  • კვლევის შედეგების სისტემატიზაცია და გამოცემა;

  • დამუშავებული მასალის ბეჭდური ფორმით (წიგნის სახით) გამოცემა და კონცეფციის პრეზენტაცია.

პროექტის ფარგლებში მომზადდა წინაპირობა იმისათვის, რომ ქალაქის სტრატეგიაში გათვალისწინებულიყო ბრენდინგის ელემენტები. გამოიცა წიგნი „ქალაქის ბრენდინგის აქტუალური საკითხები - ქუთაისური წახნაგები“, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია ანალოგი.


სასწავლო-პრაქტიკული ტურისტული სააგენტოს შექმნა 

(1.12.2013-1.08.2014)

საქართველოში ბოლო დროს დიდი ყურადღება ეთმობა თანამედროვე  კვალიფიციური კადრების მომზადებას, ამაში რა თქმა უნდა ჩართულია უმაღლეს სასწავლებლები. სასწავლებლებს შორის არსებობს კონკურენცია იმაზე, თუ რომელი უმაღლეს სასწავლებლის კურსდამთავრებული ნახულობს უფრო მეტად სამუშაოს და რა უნარ -ჩვევებს უმუშავებს სასწავლებელი მას. კომპეტენციების გამომუშავება სწავლის პროცესთან ერთად ხდება აგრეთვე საწარმოო პრაქტიკაზე. პროექტის აქტუალობას განაპირობებს უნივერსიტეტის ბაზაზე სასწავლო-პრაქტიკული ტურისტული სააგენტოს შექმნა. სააგენტოში სტუდენტები უშუალოდ გამოიმუშავებენ იმ კომპეტენციებს, რაც საჭიროა თანამედროვე პირობებში და რითაც, ის კონკურენტუნარიანი გახდება შრომის ბაზარზე  და  ასევე, შეძლებენ დამოუკიდებლად წამოიწყონ და წარმართონ თავიანთი ბიზნესი.

კვლევის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:

  • სასწავლო-პრაქტიკული ტურისტული სააგენტოს შექმნა;

  • ტურისტული სააგენტოსათვის საჭირო ინვენტარისა და მოწყობილობების შეძენა;

  • ტურისტული მარშრუტების აღწერა და შედგენა;

  • საილუსტრაციო მასალის მომზადება;

  • ტურისტული სააგენტოს ბუკლეტების მომზადება;

  • ტურისტული მარშრუტების მოწყობა სასწავლო-პრაქტიკის ფარგლებში;

  • მიღწეული შედეგების პრეზენტაცია.


რეგიონის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება (იმერეთის მაგალითზე) 

(1.09.2010-1.03.2011)

აღნიშნულ პროგრამას იმერეთის რეგიონისათვის ანალოგი არ გააჩნია. პროგრამის რეალიზაცია ორიენტირებულია იმერეთის მხარეში უცხოური ინვესტიციების შემოდინების, სამრეწველო, სავაჭრო, ტურისტული და აგრო სექტორების განვითარების, რეგიონის ეკონომიკის დინამიური ზრდის უზრუნველყოფის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, მოსახლეობის რეალური შემოსავლების გადიდების, სიღარიბის ეტაპობრივი დაძლევის და სოციალური ფონის გაუმჯობესების ხელშეუწყობაზე.

კვლევის შედეგები გათვლილია მნიშვნელოვან პრაქტიკულ და გამოყენებით დატვირთვაზე, რამდენადაც მის პოტენციურ მომხმარებლად შეიძლება მოვიაზროთ: საერთო-სახელმწიფო და რეგიონული მართვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, შიდა და გარე ინვესტორები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, მეცნიერი და პრაქტიკოსი ეკონომისტები, რეგიონის სტუმრები და ტურისტები, სხვა დაინტერესებული პირები.

ამ დოკუმენტს დაეყრდნო რეგიონის განვითარების სტრატეგია, რომელიც 2012 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. 

ახალი სასწავლო დისციპლინისათვის “შესავალი ეკონომიკასა და ბიზნესში“ სასწავლო კურსის მომზადება 

(1.09.2011 – 1.03.2012)

გრანტის მიხედვით განსაზღვრულია ახალი სასწავლო დისციპლინისათვის “შესავალი ეკონომიკასა და ბიზნესში“ ახალი ფორმით, მეთოდებითა და სტრატეგიით სწავლება, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია ანალოგი. ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების მოდიფიკაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის ბაკალავრებისათვის ბიზნესის საფუძვლების ეფექტიანი სწავლების მიზნით, რაც მათთვის თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საწინდარი უნდა გახდეს, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შექმნილიყო სპეციალური სასწავლო დისციპლინა. მისი შესწავლით მყარი საფუძვლები უნდა შექმნას სხვა ბიზნეს დისციპლინების შემდგომი შესწავლისათვის და თვითგანვითარებისთვის.        

კვლევის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი სამუშაოები:

  • ახალი სასწავლო დისციპლინისათვის შესაბამისი წყაროების მოძიება და გადამუშავება;

  • ქართული ბიზნეს-სექტორის რეალობის აღწერა-დახასიათება;

  • საილუსტრაციო მასალის მომზადება;

  • სახელმძღვანელოს მომზადება სტამბური წესით გამოსაცემად;

  • სახელმძღვანელოს გამოცემა;

  • სახელმძღვანელოს პრეზენტაცია.



რეგიონის საგანმანათლებლო ბაზრის მარკეტინგული კვლევა (იმერეთის მაგალითზე)  (1.09.2010-1.07.2011)

განვითარების თანამედროვე ეტაპზე, როდესაც განათლების სისტემა მთელს მსოფლიოში რადიკალურ სისტემურ ცვლილებებს განიცდის, უმაღლესი სასწავლებლები განიხილებიან როგორც კომპანიები სპეციფიკური პროდუქტით - ცოდნით. ამიტომ, ხშირად, საუნივერსიტეტო სტრატეგიების ფორმირების დროს, სამოქმედო პრიორიტეტების გამოკვეთისას, ექსპერტები და ანალიტიკოსები იყენებენ თითქმის იგივე ხერხებსა და მეთოდებს, რაც გამოიყენება ბიზნესების შეფასების დროს. აღნიშნული განსაკუთრებით აქტუალური ხდება კერძო უმაღლესი სასწავლებლების შემთხვევაში, როგორსაც წარმოადგენს ქუთაისის უნივერსიტეტი.

პროექტის ძირიტადი მიზნის მიღწევის პროცესში გადაწყდა შემდეგი კონკრეტული ამოცანები: 

  • ქუთაისის უნივერსიტეტის „გეოგრაფიის“ განსაზღვრა; 

  • გარემოს შესწავლა, რომელშიც მოქმედებს ქუ;

  • უნივერსიტეტის SWOT ანალიზის განხორციელება;

  • კონკურენციული ანალიზის განხორციელება ქუ-თვის;

  • ანალიზის შედეგად გამოკვეთილი პრიორიტეტების მიხედვით SMART ანალიზის განხორციელება;

  • უნივერსიტეტის მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივების გამოკვეთა და შესაბამისი ბიუჯეტის ფორმირება;

  • სტრატეგიული განვიტარების გეგმის განახლება და შევსება.



ახალი სპეციალური ოფისის ჩამოყალიბება ქუთაისის უნივერსიტეტში

(1.09.2010-1.07.2011)

პროექტის მიზნად განისაზღვრა ქუთაისის უნივერსიტეტში ახალი სპეციალური ოფისების ჩამოყალიბება. ესენია: კარიერის მართვის ცენტრი და მარკეტინგის ოფისი.

პროექტის გახორციელების შედეგად ქუთაისის  უნივერსიტეტში დაარსდა ახალი სპეციალური ოფისები.  

კარიერის მართვის ცენტრი ორიენტირებული იქნება შემდეგ შედეგზე:

  • დაეხმაროს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს კარიერის სწორ დაგეგმვაში და მოახდინოს მათი ცოდნის ადაპტირება შრომის ბაზრის რეალური მოთხოვნებისადმი;

  • უზრუნველყოფს მათ საჭირო ინფორმაციითა და დაეხმარება ახალი პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენაში.

  • დაეხმარება საწარმოებსა და კომპანიებს ადამიანური რესურსების მართვის  სფეროში


მარკეტინგის ოფისის ფარგლებში ჩატარდება საქართველოს საგანმანათლებლო ბაზრის კვლევა. საგანმანათლებლო მომსახურებაზე მოთხოვნისა და შრომის ბაზრის ანალიზი შესაძლებლობას მოგვცემს  შევაფასოთ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის და სპეციალობის პერსპექტიულობა და, შესაბამისად, ჩამოვაყალიბოთ სასწავლო მიმართულებები.