ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

მეცნიერება

2018-2020 წლებში ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა განახორციელა სხვადასხვა მიმართულებით 129 კვლევა/სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება, მ.შ ორი Scopus ბაზაში და მიიღო მონაწილეობა 43 ადგილობრივ თუსაერთაშორისო კონფერენცია/სიმპოზიუმში. 

გამოქვყნებული კვლევებიდან ციტირების ინდექსის მიხედვით ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს აქვს შემდეგი მაჩვენებლები:  Google Scholar: Citation Index - 42; H Index – 7; Scopus -0; web of science - 0.

2018 წელს ქუთაისის უნივერსიტეტში შეიქმნა სტრატეგიული განვითარების, ინტერნაციონალიზაციის და კვლევის ხელშეწყობის სამსახური, რომლის ერთ ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს უნივერსიტეტში კვლევითი საქმიანობის  მხარდაჭერა და განვითარება.

სამსახურის პრიორიტეტები კვლევითი კომპონენტის გაძლიერებაში შემდეგია:

·         აკადემიური პერსონალის კვლევითი პოტენციალის გაზრდა;

·         სტუდენტების ჩართულობა შიდა თუ საერთაშორისო კვლევებში;

·         კვლევების მიმართულებით კერძო სექტორის დაინტერესება;

·         კვლევების მიმართულებით საჯარო სექტორთან თანამშრომლობა.

უნივერსიტეტი ცდილობს მაქსიმალურად წაახალისოს და ხელი შეუწყოს აკადემიური პერსონალის კვლევების მიმართულებით განვითარებას, კერძოდ: 

უნივერსიტეტის ბიუჯეტი: სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით უნივერსიტეტი გამოყოფს, როგორც საკუთარ სახსრებს, აგრეთვე დაფინანსების დივერსიფიკაციის მიზნით მოიძიებს სხვადასხვა ფინანსურ წყაროებს, მათ შორის ქართული და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშემწყობ ფონდებსა და პროგრამებში, რისთვისაც უნივერსიტეტის ბიუჯეტში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით ყოველწლიურად გამოიყოფა ფინანსური რესურსები, რომლის ოდენობა არ უნდა იყოს საერთო ბიუჯეტის 3 %-ზე ნაკლები;

აკადემიური და სტუდენტური კონტინგენტის მიერ მომზადებული სტატიების საერთაშორისო რეფერირებად, იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში გამოქვეყნების ხელშეწყობა; (2019 წელს დაინერგა ახალი წესი, რომლითაც უნივერსიტეტის აფილირებულ პროფესორებს სემესტრში ეძლეოდათ გრანტი 1000 ლარის ოდენობით მაღალრეიტინგულ ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად.  გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ რეფერირებად ჟურნალებში 6 ინგლისურენოვანი სტატია (ავტორობით და თანაავტორობით)პროფესორებმა ნ.ჩიხლაძემ, ლ.ელიავამ, დაა მ.ხიდაშელმა, ასოცირებულმა პროფესორებმა: თ.გრიგოლაშვილმა, დ.ჩხიროძემ და ე.ვაწაძემ წარმატებულად მოიპოვეს აღნიშნული გრანტი).

აკადემიური პერსონალის რეგისტრაცია ადგილობრივ თუ საერთაშორისო კვლევით ფონდებში - სტრატეგიული განვითარების, ინტერნაციონალიზაციისა და კვლევების ხელშეწყობის სამსახურის ინიციატივით ქუთაისის უნივერსიტეტი დარეგისტრირდა საქართველოში შოთა რუსთაველის ფონდის პატრონაჟით ორგანიზებულ “EURAXESS GEORGIA” პროგრამაში, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მჭიდრო ინტეგრირებას ევროკავშირის სამეცნიერო-კვლევით სივრცეში და ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას.

საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებში მონაწილეობის შესაძლებლობა. 2019 წელს ქუთაისის უნივერსიტეტში შემუშავდა სამეცნიერო-კვლევითი პოლიტიკისა და პროცედურების დოკუმენტი, რომლის მე-8 მუხლი განსაზღვრავს უნივერსიტეტში სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის (სიმპოზიუმის) ორგანიზების წესს და პროცედურებს, რომლის მიხედვით უნივერსიტეტი ყოველწლიურად აწყობს მინიმუმ ერთ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას. კონფერენციის მოწყობის ინიციატორი შეიძლება იყოს რექტორი, აკადემიური საბჭო და ყველა სტრუქტურული ერთეული.

2020 წელს იგეგმება შემდეგი კონფერენციები:

ივნისი - შიდა საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენცია;

26-27 სექტემბერი - ევროპის უნივერსიტეტთან ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერიო კონფერენცია;

26-27 ნოემბერი - საერთაშორისო კონფერენცია-Riga Stradins University-თან ერთად „The World in and after Coronavirus Times: Innovation, Business and Public Health Restructuring“)



კვლევების ხელშეწყობის მიმართულებით უნივერსიტეტში შემუშავდა შემდეგი დოკუმენტაცია:

·         ქუთაისის უნივერსიტეტის კვლევების სტრატეგია;

·         ქუთაისის უნივერსიტეტის პლაგიატის დებულება;

·        ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოლიტიკისა და პროცედურების დოკუმენტი;

·        სტრატეგიული განვითარების, ინტერნაციონალიზაციისა და კვლევების ხელშეწყობის სამსახურის დებულება;

·         აკადემიური, მოწვეული და მასწავლებელთა პერსონალის შეფასების პროცედურა.


2018-2019 წლებში სტამბური წესით გამოიცა სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის “ეკონომიკური პროფილის” (ISSN 1512-3901) მე-18 და მე-19 ნომრები (ვებგვერდი www.economicprofile.org). ჟურნალმა მიიღო ელექტრონული (ონლაინ) ნომერი (eISSN 2587-5310) და მისი ყველა ნომერი განთავსდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში“ http://dspace.nplg.gov.ge/განახლდა ჟურნალის სარედაქციო კოლეგია - შეემატა  რედკოლეგიის 8 უცხოელი წევრი. მიმდინარეობს მუშაობა საშუალო დონის სამეცნიერო ბაზებში ჟურნალის სარეგისტრაციოდ. ჟურნალში სისტემატურად ქვეყნდება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, დოქტორანტების და უცხოელი ავტორების შრომები.