ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

სპორტული ვიქტორინა საჯარო სკოლებისთვის

ა.წ. 10 აპრილს ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა სპორტული ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის საჯარო სკოლებმა. შეკითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. მონაწილეები კი დიდი მონდომებითა და ხალისით პასუხობდნენ დასმულ კითხვებს. ვიქტორინის მიზანი გახლდათ გამოევლინა ახალგაზრდების დაინტერესება და მათი ცოდნა სპორტის ამა თუ იმ სახეობის,ისტორიისა  და  ქართველი სპორტსმენების პრესტიჟულ შეჯებრებებსა თუ ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებების შესახებ.

გუნდებს შორის პირველი ადგილი წილად ხვდა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის გუნდს.

ვიქტორინის მეორე ეტაპი კაპიტნების კონკურსს დაეთმო, რომელშიც გამარჯვება მოიპოვა ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის კაპიტანმა.

{Gallery dir='news/14-04-2011'}

აღნიშნულ ღონისძიებას კარგი შედეგი და დაინტერესება მოჰყვა   როგორც მოსწავლეების, ასევე  სკოლის დირექტორებისა და  პედაგოგების მხეიდან.მათ მადლობა მოახსენეს ორგანიზატორებს ვიქტორინაში მოწვევისათვის და სურვილი გამოთქვეს რომ მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ და ორგანიზებულ სპორტულ ,კულტურულ თუ ინტელექტუალურ ღონისძიებებში.

დასასრულს კი გამარჯვებული გუნდის წევრებსა და გამარჯვებულ კაპიტანს გადაეცათ წიგნები აუდიო კასეტებითა და ვიქტორინის გამარჯვებულის სიგელები.


ბოლო სიახლეები