ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

უკეთესად გავიცნოთ ჩვენი საქართველო

 

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და თანადაფინანსებით,  უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ თუ ინტელექტუალურ ღონისძიებებში  აქტიურად ჩართული და ასევე ,,სტუდენტური დღები-2013“ -ის მონაწილე სტუდენტებისათვის მოეწყო ექსკურსია.

ახალგაზრდებმა დაათვალიერეს უფლისციხე, გერგეთის სამება, პატრიარქის საცხოვრებელი სნოში, დარიალის ხეობა, ბაზალეთის ტბა, ანანური და კიდევ მრავალი კულტურული ძეგლი თუ ღირსშესანიშნავი ადგილი.

მსგავსი ტიპის წამახალისებელი ღონისძიებები არც თუ ისე იშვიათი გახლავთ უნივერსიტეტის წარჩინებული და წარმატებული სტუდენტებისათვის. ასე, რომ მომავალი წლიდან ველოდებით მათგან კიდევ უფრო მეტ აქტიურობასა და ჩართულობას.

{Gallery dir='news/03-07-2013'}

 


ბოლო სიახლეები