ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

მემორანდუმი დონეცკის მართვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

 

2013 წლის 22 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა უკრაინის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ უკრაინის განათლების მინისტრის I მოადგილე -  პროფესორი ბ - ნი ევგენი სულიმა და დონეცკის მართვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - პროფესორი        ბ - ნი ალექსანდრ პოვაჟნი მეუღლესთან ერთად.

სტუმრობის მიზანი გახლდათ  დონეცკის მართვის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების დადება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა - პროფესორმა ქ -  ნმა ლელა ქელბაქიანმა და დონეცკის მართვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა - პროფესორმა ბ-ნმა ალექსანდრ პოვაჟნიმ. აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება-ორგანიზებას, გამოცდილების გაცნობა-გაზიარებას; აგრეთვე  კულტურული ღონისძიებების, სიმპოზიუმების, სემინარებისა და საზაფხულო სკოლის ორგანიზებას.

სტუმრებმა სიამოვნებით მოისმინეს ქუთაისის უნივერსიტეტის ისტორია,  დიდი ინტერესით დაათვალიერეს  უნივერსიტეტის  სასწავლო კაბინეტები და ლაბორატორიები, სამეცნიერო-სასწავლო ბიბლიოთეკა; დაინტერესდნენ უნივერსიტეტში გამომავალი სამეცნიერო ჟურნალით - „ეკონომიკური პროფილი“, ასევე ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო დონეზე გაფორმებულ ხელშეკრულებებითა და ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის „ტემპუს - ტასისის“ ფარგლებში არსებულ პროექტებში ჩვენი უნივერსიტეტის ჩართულობის მიმდინარე პროცესებით. სტუმრების მოწონება დაიმსახურა უნივერსიტეტში არსებულმა მუზეუმმა, რომლის „სამახსოვრო წიგნში“ თავიანთი შთაბეჭდილებები  ჩაწერეს.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცვნენ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს,  მოისმინეს ქუთაისის მოკლე ისტორია, დაათვალიერეს ქალაქის ცენტრალური ნაწილი და  აღდგენილი ბაგრატის საკათედრო ტაძარი.

{Gallery dir='news/25-06-2013'}


ბოლო სიახლეები