ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

კიდევ ერთი მემორანდუმი

 

19 ივნისს  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ქუთაისის უნივერსიტეტსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის. შეკრების სამუშაო ცერემონიის ორგანიზატორი გახლდათ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES). მემორანდუმი წარმოადგენს ჩარჩო -ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს 2013 წლიდან პარტნიორ უნივერსიტეტებში სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსის -,,დემოკრატია და მოქალაქეობა“ დანერგვას. აღნიშნული კურსი და ინიციატივა ითვალისწინებს USAID-ის ოთხწლიანი პროექტის - ,,ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესების მიმართ“ ნაწილს, რომელსაც ახორციელებს IFES საქართველო.

ახალ პარტნიორ უნივერსიტეტებთან მემორანდუმის გაფორმების საქმიანი შეხვედრა გახსნეს საქართველოს მისიის დირექტორმა - სტივენ ჰეიკინმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელმა - ნერმინ ნიშიჩმა.


ბოლო სიახლეები