ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

მემორანდუმი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის

 

11 ივნისს გაფორმდა მემორანდუმი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის, რომელიც ითვალისწინებს საზაფხულო სკოლის შექმნას. ამ სკოლის მიზანია შეარჩიოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, მაგისტრები და უმაღლესი განათლების მქონე პირები, რომლებიც სწავლებას გაივლიან საზაფხულო სკოლაში, მათ შორის წარმატებულები დასაქმდებიან ორგანიზაციაში.

სკოლა იფუნქციონერებს 2013 წლის 10 ივლისიდან 10 სექტემბრამდე.

სწავლა იქნება ორიენტირებული პრაქტიკული საბანკო - საფინანსო უნარების გამომუშავებაზე. ტრენინგს წარუძღვება კრისტალის მიერ მოწვეული საერთაშორისო სტანდარტის ტრენერი „Business and Finance Consalting“- დან და ,,კრისტალის“ გამოცდილი ტრენერები.

სკოლის მსმენელები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. კონკურსანტი კანდიდატების განცხადებების მიღება იწყება 2013 წლის 11 ივნისს და გაგრძელდება 22 ივნისამდე. კონკურსანტებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გადააგზავნონ შემდეგ მისამართზე: [email protected].

{Gallery dir='news/11-06-2013'}


ბოლო სიახლეები