ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

საუკეთესოდ მორთული ოთახი

 

მხიარულება, ხალისი, გრანდიოზულად მორთული აუდიტორიები, მუსიკა, არაჩვეულებრივი ფერთა შეხამება, ქართული თუ უცხოური სიმღერები......და ეს ყველაფერი ერთად იყო თავმოყრილი 24 დეკემბერს უნივეტსიტეტის  აუდიტორიებში.

,,საუკეთესოდ მორთული საახალწლო ოთახი“-ასეთი იყო ამჯერად საკონკურსო თემა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს: ბიზნეს ადმინისტრირება-I კურსი, ტურიზმი-I კურსი ,,ა“ჯგუფი, ბიზნეს ადმინისტრირება-III კურსი ,,ა“ჯგუფი, ბიზნეს ადმინისტრირება III კურსი ,,ბ“ ჯგუფი, ბიზნეს ადმინისტრირება III კურსი ,,გ“ჯგუფი.

ჟიურის ნამდვილად გაუჭირდა საუკეთესოდ მორთული ოთახის გამოვლენა, რამეთუ ყველგან არაჩვეულებრივი გაფორმება, ფერთა შერწყმა და ორიგინალურად გაწყობილი ქართული სუფრა ხვდებოდათ შესაფასებლად. ახალგაზრდების ფანტაზიას საზღვარი მართლაც რომ არ ქონდა.

საბოლოოდ კომპეტენტურმა ჟიურიმ მაინც მიიღო გადაწყვეტილება: გამარჯვება წილად ხვდათ ბიზნეს ადმინისტრირების პირველი კურსის სტუდენტებს.

გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზი.

{Gallery dir='news/25-12-2012'}


ბოლო სიახლეები