ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

,,ეზოში ავი ძაღლია''

 

20 დეკემბერს ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქუთაისის უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა წარმოადგინა სამმოქმედებიანი სპექტაკლი-,,ეზოში ავი ძაღლია“.

დარბაზში დამსწრეთა  სრული ანშლაგი აღინიშნებოდა. მაყურებელმა დიდი მოწონებითა და ოვაციით მიიღო წარმოდგენა.

მოყვარულთა დასი ისე კარგად და თავისუფლად გრძნობდა თავს სცენაზე, იმდენად განსხვავებულად, ორიგინალურად და შემოქმედებითად წარმოადგინეს სპექტაკლი, რომ შეიძლება ბევრ პროფესიონალ მსახიობსაც კი შეშურდებოდა.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ირაკლი ყიფიანი, ლელა ხურცილავა, ანა გაბუნია, ენგული შალამბერიძე, ლიკა სალუქვაძე, სოფო ბერაძე, ნინო ხურცილავა, ნათია გენძეხაძე, ქეთევან ამბროლაძე. ხელმძღვანელი-ზაზა ლეჟავა.

მადლობა თითოეულ მონაწილეს დარბაზში მყოფი  მაყურებლსაგან მიღებული სიამოვნებისა და დადებითი ემოციისათვის.

{Gallery dir='news/24-12-2012'}


ბოლო სიახლეები