ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ტურნირი მინი ფეხბურთში

ქუთაისის უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქალაქო ტურნირში მინი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობდა ქუთაისის ყველა უმაღლესი სასწავლებლის გუნდი. ტურნირი დაიწყო ა/წ 1 ნოემბერს და 12 ნოემბრამდე გასტანა.ჩვენი უნივერსიტეტის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:

  1. მამრიკიშვილი კონსტანტინე (გუნდის კაპიტანი)
  2. ბერაძე ვილგემი
  3. ბოჭორიშვილი დავითი
  4. ჩხობაძე ზურა
  5. სულაძე ლაშა
  6. ჟვანია თორნიკე
  7. მებონია ირაკლი
  8. ხურცილავა დათო
  9. მაღლაკელიძე ნიკოლოზი

ტურნირი საკმაოდ ხალისიანი და საინტერესო აღმოჩნდა.იყო აზარტი და სპორტული შემართება .ქუთაისის უნივერსიტეტის ფეხბურთელები კარგი მომზადებულები აღმოჩნდნენ  ასპარეზობისათვის და შედეგიც შესაბამისი აღმოჩნდა:ჩვენმა სპორცმენებმა უპრობლემოდ მოახერხეს ფინალში გასვლა.

12 ნოემბერს კი გაიმართა ფინალური შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტისა   და ეროვნული უნივერსიტეტის გუნდებს  შორის.

{Gallery dir='news/10-11-2010'}

მეტოქე საკმაოდ წარმატებულად  დავამარცხეთ ანგარიშით 8:5,  ტურნირის ჩემპიონები გავხდით  და საპატიო თასიც დავიმსახურეთ.

ვულოცავთ ქუთაისის უნივერსიტეტის გუნდს ქალაქის  ჩემპიონობას უმაღლეს სასწავლებლებს შორის  და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.


ბოლო სიახლეები