ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია

უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახლგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურთან ერთად 17-18 ივნისს გამართა სტუდენტთა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, რომელშიდაც მონაწილეობდნენ აკ. წერეთლის ქუთაისის უნივერსიტეტის, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის, ახალციხისა და გორის სასწავლო უნივერსიტეტების,შოთა რუსთაველის სახ. ბათუმის სახელმწიფო  და ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის უნივერსიტეტის სტუდენტები  თავიანთ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად.

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის ორ სექციაზე , რომლის თემაც „პოსტ-

სოციალისტურ ქვეყნებში ეკონომიკის განვითარების თანამედროვე პრობლემები და პერსპექტივები“ იყო, წარმოდგენილი იქნა საკმაოდ საინტერესო თემები,კვლევები. რომელსაც თან ახლდა ბევრი სიახლეც, საინტერესო პრეზენტაციები,კამათი, დისკუსია..სტუდენტები თამამად გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს,კრიტიკულ შენიშვნებს, ამომწურავად და სრულფასოვნად პასუხობდნენ ერთმანეთის კითხვებს. მონაწილეები დაჯილდოვდნენ კონფერენციის სერთიფიკატებით, შეირჩა გამარჯვებულები თითოეულ სექციაში და საუკეთესო პრეზენტაციისა და სიახლის კვლევის ნომინაციაში. კონფერენციის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს მიესალმა და სერთიფიკატები გადასცა უნივერსიტეტის  რექტორმა პროფესორმა ლელა ქელბაქიანმა...

{Gallery dir='news/22-06-2011'}

კონფერენციის მონაწილეებმა დაათვალიერეს პრომეთეს მღვიმე, გელათისა და მოწამეთის სამონასტრო კომპლექსები. თითოეული მათგანის სტუდენტურ ცხოვრებას დაემატა კიდევ ერთი საინტერესო და ლამაზი დღე.


ბოლო სიახლეები