ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

კონკურსi ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე მოწვეული ლექტორის თანამდებობების დასაკავებლად

კონკურსi ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მოწვეული ლექტორის თანამდებობების დასაკავებლად


შპს ,,ქუთაისის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე მოწვეული ლექტორის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:

 

1.    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მოწვეული ლექტორის ვაკანტური პოზიციებია:

 

დარგობრივი ინგლისური ტურიზმის მიმართულებით-  1 ვაკანსია;

რუსული ენა-  1 ვაკანსია;

გერმანული ენა - 1 ვაკანსია;

ფრანგული ენა - 1 ვაკანსია;

სასტუმრი საქმე - 1 ვაკანსია;

ტუროპერეიტინგი -1 ვაკანსია;

ტურიზმის უსაფრთხოება - 1 ვაკანსია;

უცხო ენა(ინგლისური) 1,2, 3, 4 - 4 ვაკანსია;

ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები- 1 ვაკანსია;

პროექტების მენეჯმენტი- 1 ვაკანსია;

ბიზნეს სამართალი- 1 ვაკანსია;

სოციალური ფსიქოლოგია - 1 ვაკანსია;

დემოკრატია და მოქალაქეობა- 1 ვაკანსია;

შესავალი ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში-1 ვაკანსია;

სადაზღვევო საქმე- 1 ვაკანსია;

საბანკო საქმე- 1 ვაკანსია;

ბიზნეს სტატისტიკა- 1 ვაკანსია;

ოპერაციათა მენეჯმენტი- 1 ვაკანსია;

ციფრული მარკეტინგი- 1 ვაკანსია;

სასტუმრო და საკურორტო ტურიზმის მენეჯმენტი -1 ვაკანსია;

ფინანსური ანალიზი- 1 ვაკანსია;

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები- 1 ვაკანსია;

აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები-1 ვაკანსია;

ბიზნესის ეთიკა - 1 ვაკანსია;

 

 

2.    საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორებისთვის:

 

·         შესაბამის სფეროში არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

·         სასწავლო კურსის გაძღოლისთვის შესაბამის ცოდნა და უნარებ.

·         სასურველია შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

 

3.    საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და თანამდებობის მითითებით (განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად ან/და ადგილზე, საქმისწარმოების სამსახურში info@unik.edu.ge);

ა) ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით).

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი                დოკუმენტი); 

დ) პედაგოგიური        გამოცდილების             დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.

 

 

კონკურსი ჩატარდება შპსქუთაისის უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

1.                  პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.

2.                  მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ან/და გასაუბრების (მინიმუმ ორწლიანი პედაგოგიური გამოდცილების შემთხვევაში) ჩატარება.

 

4. . კონკურსის ვადები

1. კონკურსი გამოცხადებულია 2020 წლის 1 სექტემბრიდან;

2. მოწვეული ლექტორის თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის  14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით; 

3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება  არაუგვიანეს 2020  წლის 23 სექტემბრისა;

4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2020   წლის 28 სესტემბრისა;

6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2020  წლის 2 ოქტომბრისა;

7. დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში  2020 წლის 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულად ან/და ადგილზე.

 

5. საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ქუთაისის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური.

 

საკონტაქტო რეკვიზიტები: ქუთაისის, წერეთლის N13, info@unik.du.ge

ტელ: +995 (431) 23 79 79

 

 


ბოლო სიახლეები