ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს საერთაშორისო სკოლაში მონაწილეობას სთავაზობს

ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს საერთაშორისო სკოლაში მონაწილეობას სთავაზობს

უნივერსიტეტთაშორისი მოლაპარაკების საფუძველზე, ტიმისოარას დასავლეთ უნივერსიტეტმა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოჰყო სპეციალური კვოტა ონლაინ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის.

  

ტიმისოარას დასავლეთ უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა არის ორკვირიანი (31 აგვისტო - 13 სექტემბერი) მულტიდისციპლინარული პროგრამა, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს მრავალფეროვან კურსებსა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიულ ვორკშოპებს სთავაზობს.

ქუთაისის უნივერსიტეტი შიდა წესით შერჩეულ დასწრების მსურველ 5 სტუდენტს  რეგისტრაციის საფასურს სრულად დაუფარავს.


 

კურსები:

 

- ბიოქიმიის ასპექტები სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობისას (მედიცინა)
- 
კულტურული გეოგრაფია და კულტურული ტურიზმი (ტურიზმი და საზოგადოებრივი გეოგრაფია)
- 
დაბეგვრა და საბუღალტრო აღრიცხვა ციფრული ერასა და გლობალურ ეკონომიკაში (ეკონომიკა, ბიზნესი, ფინანსები, ციფრული ტექნოლოგიები)
- 
კაპიტალის ბაზრის რისკების მენეჯმენტი (ბიზნესი, მენეჯმენტი, ეკონომიკა)
- 
სამყაროსა და კოსმოლოგიის ისტორია (ისტორია, გეოგრაფია, ფილოსოფია)
- 
უსაფრთხოება და კრიპტოგრაფია (ინფორმაციული ტექნოლოგიები, უსაფრთხოების კვლევები)
- 
მასმედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა - ტექნიკა და სტრატეგია (პიარ ტექნოლოგიები, საერთაშორისო ურთიერთობები)

 

ვორკშოფები:

 

  - პროაქტიული ჩართულობა უკეთესი სამოქალაქო საზოგადოებითვის  

  - პრეზენტაციის უნარები და არავერბალური კომუნიკაცია  

  - ლიდერობის კომპეტენციები და მუშაობის მომავალი  

  - შეცვლაზე ორიენტირბული აზროვნების გამომუშავება: წაახალისეთ საკუთარი თავი, როგორც სოციალური მეწარმე  

  - საჯარო გამოსვლის სტრატეგიები  

 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ინგლისურენოვანი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/W4GCsHphAd9Xik3S9


რეგისტრაცია პარასკევს, 31 ივლისს, შუადღის 12:00 საათზე შეწყდება. გამარჯვებულები ამავე დღეს გამოვლინდებიან.


ტიმისოარას დასავლეთ უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს : http://ri.uvt.ro/west-university-of-timisoara-late-summer-school/


ბოლო სიახლეები