ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

საბაკალავრო პროგრამები

ეკონომიკა

პროგრამის სრულად და წარმატებით დაძლევა  მოგცემს  ეკონომიკური თეორიების ცოდნას, რითაც შეძლებ გაანალიზო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები, პრიორიტეტები, ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, დაეუფლები საფინანსო-საბიუჯეტო და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის უნარს.  გექნება ეკონომიკურ მიმართულებათა დისციპლინების (საქართველოს ეკონომიკის, საჯარო ფინანსების, სექტორული ეკონომიკის და სხვათა) თეორიული ცოდნა და ამ ცოდნას გამოიყენებ პრაქტიკაში.

შენ შეძლებ დასაქმდე და წარმატებულ კარიერა შეიქმნა ნებისმიერ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის კომპანიებში, კერძო, სახელმწიფო, მუნიციპალურ საწარმოებში, ბანკებში, ბირჟებზე, საბაჟოებზე, საბიუჯეტო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, საგადასახადო ორგანოებში, სხვადასხვა საწარმოთა საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურებში

პროგრამა | პროგრამის სასწავლო გეგმა

 

ტურიზმის მენეჯმენტი

ამ პროგრამის წარმატებით გავლა  შენ მოგცემს ფართო თეორიულ და პრაქტიკული ცოდნას ზოგადი მენეჯმენტის სფეროში ტურიზმთან მიმართებაში. კერძოდ,

შეისწავლი სატუმროებისა და საზოგადოებრივი კვების მენეჯმენტის საფუძვლებს, დანიშნულების ადგილების განვითარების მეთოდებს, მგზავრთა ტრანსპორტირების თავისებურებებს, ექსკურსიების დაგეგმვას და ორგანიზებას, სპეციალური ღონიძიებების დაგეგმვას და ბიზნეს-გეგმის შემუშავებას. დაუფლები მარკეტინგულ და სტატისტიკურ მეთოდებს და მათ გამოყენებას ტურიზმის ბიზნესში. გეცოდინება ტურიზმის ბიზნესის ადმინისტრირების თანამედროვე ტენდენციები და მისი განვითარების გზები.

ტურიზმის  ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მქონე შეძლებ დაიკავო  პოზიციები ნებისმიერი საწარმოს მართვის ქვედა და საშუალო დონეებზე საჯარო თუ კერძო სექტორებში: მათ შორის: ტურისტული კომპანიის ოფისებში, მარკეტინგსა და გაყიდვებში, კადრების მართვაში, ფინანსებში, ბუღალტერიაში, ადმინისტრაციაში, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში

პროგრამ | პროგრამის სასწავლო გეგმა


ბიზნესის ადმინისტრირება

პროგრამის წარმატებით ათვისების შემდეგ  შენ იქნები სპეციალისტი, რომელიც კარგად შეძლებს ბიზნესპროცესების  გააზრებას,  გეცოდინება  ბიზნესაქმიანობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები.  დაუფლები უნარებს, რომელიც დაგეხმარება, თუ როგორ უნდა მოაგროვო მარკეტინგული მონაცემები, გააკეთო ანალიზი, განსაზღვრო ბაზრის შესაძლებლობანი, მოამზადო ანგარიში და წარადგინო, გააკეთო ფინანსური ინფორმაციის ანალიზი, გამოიყენო საბუღალტრო აღრიცხვის სისტემები, მოამზადო ბიუჯეტი და სხვა.

ასეთი ცოდნით ადვილად მოახერხებ შენი ადგილი იპოვნო ბიზნესის უამრავ სფეროში: ენერგეტიკაში, ჯანდაცვაში, ფარმაკოლოგიაში, ტექნოლოგიაში, სარეკლამო საქმეში, ფინანსებში და სხვა მრავალ ასპექტში. ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი დაგეხმარება დაიკავო პოზიცია ნებისმიერი საწარმოს მართვის ქვედა და საშუალო დონეებზე საჯარო თუ კერძო სექტორში, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორში, სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებში და ა.შ

პროგრამა | პროგრამის სასწავლო გეგმა

 

სამართალი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის ბაკალავრი

პროგრამის ხელმძღვანელი: სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თათია დოლიძე, ასისტენტ პოფესორი (აფილირებული) თამარ მსხვილიძე.

სწავლების ენა: ქართული

სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი

პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი

პროგრამის სტატუსი: სააკრედიტაციოდ წარდგენილი

საზოგადოების განვითარებასთან ერთად იურისტის პროფესია სულ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება.  ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, იურისტის პროფესიას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება და  საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სულ უფრო მეტი მოთხოვნაა მაღალკვალიფიციური იურისტებზე რომლებსაც აქვთ შესაბამისი თეორიული ცოდნა და საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

ქუთაისის უნივერსიტეტში სამართლის სავაკალავრო პროგრამა ხორციელდებოდა 1991 წლიდან  და უნივერსიტეტს  მაღალკვალიფიციური იურისტების მომზადების საკმაოდ დიდი ტრადიცია  და გამოცდილება აქვს. 

სამარლის საბაკალავრო პროგრამის მიზნებია:

  • კონკურენტუნარიანი იურისტის მომზადება, რომელიც სწრაფად  ცვალებად გარემოში შეძლებს ადაპტირებას და პროფესიულ განვითარებას;

  • შესაბამისი ფართო თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი იურისტის მომზადება, რომელიც მიღებული ცოდნის საფუძელზე შეძლებს  სამართლებრივი   პრინციპების კრიტიკულად გააზრებასა და პრობლემების გადაჭრას;

  • იურისტის მომზადება, რომელიც პროფესული საქმიანობისას მოქმედებს ეთიკური სტანდარტების გათვალისწინებით და საჭიროების შემთხვევაში მოწოდებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს დემოკრატიული საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაში.

     

პროგრამაში გაძლიერებულია პრაქტიკული კომპონენტი და ინგლისური ენა. პროგრამის ფარგლებში ასევე ფუნქციონირებს სამართლის კლინიკა რომელიც დამატებით დაეხმარება სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. პროგრამა აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური რესურსებით, აუდიტორიებით, სასამართლო დარბაზით, საბიბლიოთეკო რესურსით და ა.შ.

დასაქმების სფერო:

სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურდამთავრებული შესაძლებელია დასაქმდეს ნებისმიერ კერძო, სახელწმიფო სტრუქტურაში და არასამთავრობო ორგანიზაციაში.კურდამთავრებულს ექნება შესაბამისი ცოდნა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად.

პროგრამა |  სასწავლო გეგმა 

 

ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის დებულება დანართები

დანართი 1

დანართი 2

დანართი 3

დანართი 4

დანართი 5

დანართი 6